ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ სერჟი რობერტო “ბარსელონას” დატოვებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს იგი კარიერას. დღეს ესპანელის მომავლის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები გავრცელდა.
29 წლის ფეხბურთელს ყველაზე აქტიურად მადრიდის “ატლეტიკოს” უკავშირებდნენ. Marca-ს ცნობით, დიეგო სიმეონე რობერტოს ტრანსფერს მიესალმებოდა, თუმცა მოგვიანებით საპირისპირო ინფორმაცია გავრცელდა.
ტონი ჟუანმარტი იტყობინება, რომ მადრიდულმა კლუბმა “ბარსას” მესამე კაპიტნის შეძენა გამორიცხა. იგი არც MLS-ის ვარიანტს განიხილავს.
“ბლაუგრანასა” და რობერტოს შორის მოლაპარაკებები ხელფასზე შეუთანხმებლობის გამო ჩაიშალა. ფეხბურთელი ანაზღაურების დაკლებაზე თანახმა იყო, თუმცა კლუბის მოთხოვნა გადაჭარბებული ეჩვენა.
ესპანელ უნივერსალს “ბარსასთან” კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება.




სადაც უნდა იქ წავიდეს
მაგას ეხლა ბასკური ალავესი თუ წაიყვანს, გუნდი ვარდება და გაისად დასაბრუნებლად "უძლიერესი უნივერსალი" სჭირდება.
სადაც უნდა იქ წავიდეს გაგვანებოს თავი და ამის ხელფასით ორ კაცს მაინც დააკმაყოფილებენ მინიმუმ იმდენს არაფერში იღებს..
წადი რობერტო იქ, სადაც უფრო მეტ მაყუთს გადაგიხდიან; ესაა ყველაზე უფრო ჭკვიანური
ბათუმის დინამოში წავიდა სეზონის ბოლომდე
ისე მეგობრებო კვარაცხელია რომ ახლა უფასოდ აეყვანა ბარსას ურიგო არ იქნებოდა მგონი. იქნებ ბარსას ფანკლუბა მიაწოდოს ინფორმაცია
ზოგადად ბარსა უყვარს ამ კაცს, პსჟ-სთან იმ ისტორიული გოლის გამოც უდიდესი მადლობა და იმ განცდილი სიხარულისთვის რაც მაგ გვოლმა მოგვიტანა, მარა ვერ აკმაყოფილებს ეს კაცი ბარსას დონეს და მორჩა. რამდენიმე პოზიზიაზე ათამაშეს და ბოლოს ვერსად დადო მაქსიმუმი, ძაან არასწორად წავიდა ამის კარიერე, ამ მარჯვენა მცველობამ ხო ვაფშე მოუსპო პროგრესი.