როგორც იცით,”ბარსა” ახალი სეზონის დასაწყებად ემზადება,ამიტომაც ძალიან საინტერესოა რას ფიქრობენ კულეები ახალ სეზონზე.
მიზანი: ჩემპიონთა ლიგის და პრიმერას მოგება.
ქარი ყველაზე ძლიერად მაშინ გიბერავს, როდესაც მწვერვალზე ხარ!
ეს სიტყვები ადამიანის ცხოვრებაში ხშირად მართლდება და ანალოგიურია ფეხბურთის შემთხვევაშიც.”ბარსელონა” თავისი არსებობის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს.ისტორია კი მართლაც დიდი აქვს ჩვენს კლუბს,ის 1899 წელსაა დაარსებული.წინა სეზონში,ბლაუგრანამ თავის ტიტულის დაცვა მოახერხა სუპერ კონკურენტულ “რეალთან” და ამას ლონდონში,”უემბლიზე” ჩემპიონთა თასის აღმართვაც დაამატა.ალბათ ერთადერთი რაც გვარდიოლას კლუბს არ გაუკეთებია,ეს ორივე ამ ტიტულის ერთად დაცვაა,რაც მთავარი მიზანი იქნება ახალ სეზონში.თუ ამას “ბარსა” კოპა დელ რეის და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგებასაც დაუმატებს,მაშინ ორი აზრიც აღარ იარსებებს იმაზე რომ ეს კლუბი საუკეთესოა ფეხბურთის არსებობის ისტორიაში.
ჩვენი აზრები ჩვენ მწვრთნელზე.

ბევრი ამბობს რომ ისეთი ნიჭიერი ხალხის წვრთნა,როგორიც “ბარსაშია“–ეს ადვილი საქმეა.მაგრამ მინდა გითხრათ,ეს ასე სულაც არ არის.პეპ გვარდიოლა იყო ძალიან კარგი ფეხბურთელი თავის დროზე და მან კარგად იცის,როგორ უნდა აკონტროლონ თამაში მისმა ფეხბურთელებმა.მისი ტაქტიკური მონახაზი ძალიან ბევრ ელემენტს შეიცავს,თუმცა ერთ–ერთი გამორჩეული მაინც გამოკვეთილი ცენტრფორვარდის გარეშე თამაშია.ის ყოველთვის ძალიან დიდ მოტივაციას აძლევს თავის ბიჭებს,განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს.იგი ყოველთვის ღირსეულად იქცევა,პატივისცემით ეპყრობა მოწინააღმდეგეებს.პეპი ითხოვს ფეხბურთელებისგან,რომ მათ ყოველ თამაშში დაამტკიცონ თავის საუკეთესოობა და მოიქცნენ ღირსეულად,რადგან ისინი მსოფლიოში უდიდესი კლუბის წევრები არიან.
ჩვენი კოზირი ახალ სეზონში.

ვინ თუ არა ლიონელ მესი?შემადგენლობა სავსეა უნიჭიერესი და უძლიერესი ფეხბურთელებით,მაგრამ განა ვინმე შემედავება რომ სწორედ ლეო არ ანიჭებს ჩვენი გუნდის თამაშს განსხვავებულობას?მას შეუძლია გაიტანოს გოლები,გააკეთოს საგოლე პასები,ულამაზესი მოძრაობებით აღტაცებაში მოიყვანოს მაყურებელი.ამ სეზონში უკვე ჩანს,რომ იგი საკმაოდაა გაძლიერებული ფიზიკურადაც და პირველი ინდივიდუალური ჯილდო უკვე მოიპოვა მონაკოში.
ჩვენი ახალგაზრდები
კარგად დააკვირდით ჩვენს ახალგაზრდებს: მარტინ მონტოია(მარჯვენა მცველი),მარკ ბარტრა(ცენტრალური მცველი),ანდრე ფონტასი(ცენტრალური,მარცხენა მცველი),სერხი რობერტო(შემტევი ნახევარმცველი),ისააკ კუენსა(ფორვარდი).ყველა მათგან ექნება შანსი,თავი გამოიჩინოს ახალ სეზონში.თუმცა მოდი გულწრფელად ვთქვათ,ჩვენ ხომ ყველაზე მეტად ტიაგო ალკანტარასი გვეიმედება?!იგი “ბარსაშია” 14 წლიდან და სწორდ ტიაგო იყო მთავარი შემოქმედი ესპანელთა წარმატებისა 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე.ის კიდევ ვითარდება და გაკვეთილებს საუკეთესო მასწავლებლებისგან იღებს.
ახალი სისხლი
სესკ ფაბრეგასის გადმოსვლა “ბარსაში” ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი იყო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისა.მას გაუჭირდება ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა,მაგრამ უნდა აღვნიშნოთ,რომ მან უკვე გამოავლინა თავისი შესაძლებლობები ბოლო 3 მატჩში.ის ბრწყინვალე შემცვლელი იქნება ჩავის და ინიესტასი.აგრეთვე ალექსის სანჩესი,რომელიც დამატებითი ძალა იქნება ჩვენი შეტევების.
მთავარი საზრუნავი.
ძალიან რთულია მთელი სეზონი ითამაშო 3 ნომინალური ცენტრალური მცველით (პიკე,პუიოლი,აბიდალი).სავარაუდოდ მასკერანოსაც ხშირად მოუწევს დაცვის ცენტრში თამაში.სეიდუ კეიტა ბოლო თამაშებია საყრდენ ნახევარმცველად თამაშობს და ეს არც ისე ცუდად გამოსდის.დაცვის ცენტრის შევსება ფონტასით და ბუსკეცითაც შეიძლება.თუმცა ალბათ კარგი იქნებოდა ერთი მცველი მაინც შეეძინა “ბარსას“.
მატჩი, რომელსაც მოუთმენლად ველით.

ყველაზე დიდი მოლოდინით,ჩვენი დაუძინებელი მტრის,”რეალის” წინააღმდეგ მატჩს
ველოდებით.ბოლო წლებში დაპირისპირებამ უმაღლეს მწვერვალს მიღწია.როგორც ფეხბურთელებს,ასევე ფანებს შორის.ესპანეთის სუპერ თასის ფინალი ორი შესანიშნავი მატჩი იყო,თუმცა მარსელოს არაპროფესიონალურმა საქციელმა,მოედანი ბოლოს რინგს დაამსგავსა.იმედი ვიქონიოთ,რომ შემდეგი კლასიკო უფრო სანახაობრივი იქნება.”რეალის” გარდა ძალიან საინტერესო იქნება შეხვედრა “მილანთან” და ორ მანჩესტერულ კლუბთან.
მთავარი მეტოქეები იქნებიან:
რა თქმა უნდა მადრიდის “რეალი” რომელსაც ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს.აგრეთვე “ვილიარეალი” თავის როსით და ნილმარით,”ვალენსია”,”სევილია”,”ატლეტიკო” რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ სიურპრიზი შემოგვთავაზონ.აგრეთვე “მალაგა”,რომელიც ძალიან აქტიური იყო სატრანსფერო ბაზარზე.ევროპაში: “მანჩესტერ იუნაიტედი”,”ჩელსი”,”ბაიერნი”(რომელიც წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლებს).აგრეთვე “მილანი”,რომელთანაც ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდით და რომელთანაც ორმატჩიანი დაპირისპირება გველის.



