მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ტოტენჰემს” “ბარსას” მცველი უნდა

“ტოტენჰემს” “ბარსას” მცველი უნდა

“ტოტენჰემ ჰოტსპური” დაინტერესებულია “ბარსელონას” მცველით მარკ ბარტრათი.

 

ინგლისური პრესის ცნობით, ლონდონურ კლუბს 20 წლის მცველისადმი უკვე დიდი ხანია ინტერესი აქვს. “ჰოტსპურელებს” ახალგაზრდა ფეხბურთელის არენდით შეძენა და ამით დაცვის ხაზის გაძლიერება სურთ.

 

შეგახსენებთ, რომ ბარტრას პირველ გუნდში მხოლოდ 6 მატჩი აქვს ნათამაშები. აქედან მან ერთი გოლის გატანაც მოასწრო. ბოლო ორ სეზონში კი მარკი “ბარსელონა ბ”–ს შემადგენლობაში 58 მატჩში ასპარეზობდა. მას კონტრაქტი კატალონიურ გრანდთან 2013 წლამდე აკავშირებს. თავად ფეხბურთელის ან კლუბის პოზიცია ჯერ უცნობია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში