workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანი ალვესი ბარსელონას მაისურით მე-400 შეხვედრას ჩაატარებს

დანი ალვესი ბარსელონას მაისურით მე-400 შეხვედრას ჩაატარებს

ხვალ გასამართი “ელ კლასიკო” დანი ალვესისთვის საიუბილეო იქნება – ბრაზილიელი ლეგენდა ლურჯ-ბროწეულისფერ მაისურს მეოთხასედ მოირგებს.

38 წლის ვეტერანი “ბარსელონას” ისტორიაში ჩატარებული მატჩების მიხედვით მე-16 ადგილზეა, არაესპანელ ფეხბურთელებს შორის კი მხოლოდ ლიონელ მესის (778) ჩამორჩება.

ალვესი 2008-16 წლებში “ბლაუგრანას” შეუცვლელი ფიგურა იყო, სხვადასხვა კლუბებში მოგზაურობის შემდეგ კი გასულ ზამთარში კვლავ “კამპ ნოუზე” დაბრუნდა. მის ანგარიშზე “ბარსას” მაისურით 23 ტიტულია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 19 მარ 2022, 18:47

    იმედია გოლით აღნიშნავს

  • serafime
    schedule 19 მარ 2022, 13:57

    ამის იმედი მაქვს და ასევე, ჩავის იმედია სწორ ძირითადს დააყენებს. ჩემი აზრით, ბოლო წუთებში ლუკი და ტრაორე უნდა შემოიყვანოს ასე 20-25 წუთი მაინც .

  • nika 54
    schedule 19 მარ 2022, 13:38

    ოხ ბართოს რა ვუთხარი ამის გაშვება იქნებოდა იმ დროს.

  • EL MAESTRO 6
    schedule 19 მარ 2022, 13:27

    ხოდა გოლით და კარგი თამაშით უნდა აღნიშნოს, კლასი ამ ასაკშიც უდიდესი აქვს მაგრამ ამისი ფლანგუდან ვინისიუსი გვიტევს და ამას სისწრაფე აღარააქ, ახლა რომ 10 წლით პატარა იყოს, მაშინ რა გვიჭირს