“გალათასარაისთან” გამარჯვების გოლის ავტორი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი ჟურნალისტებს ესაუბრა:
ისევ გავიტანე. დიახ, ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან რთული მატჩი გამოდგა. მეტოქე თავს კარგად იცავდა. პირველ ტაიმში ბურთი მარტივად ბევრჯერ დავკარგეთ, მაგრამ შემდეგ თამაში გავაუმჯობესეთ.
მატჩში დასაბრუნებლად პედრის გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო – მან ბრწყინვალე ბურთი გაიტანა. დიახ, მესი ასეთი გოლის გატანას შეძლებდა (იცინის).
თუ ასე გავაგრძელებთ, ფინალში გასვლა და ტურნირის მოგება შეგვიძლია.
როცა ტემპს მოვუმატეთ, გამოჩნდა, რომ “გალათასარაის” დასამარცხებლად ბევრი შანსი მოგვეცა.
“ელ კლასიკო”? ამ დაპირისპირებაში მონაწილეობას პირველად მივიღებ. ვნახავთ, რა მოხდება… მაგრამ, “რეალის” წინააღმდეგ თამაში მსურს.
10 მატჩში უკვე 7 გოლი მაქვს? რისი თქმა შემიძლია? ბევრს ვმუშაობ და ბედნიერი ვარ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდა, გუნდს გოლების გატანაში დავეხმარო.




იმენა თვალწინ დამიდგა მესის ეგეთი გოლები როგორ მენატრება ბარსას მაისურით მაგის თამაში
ეს აუცილებლად იქნება კლასიკოში ძირითადში, მაგრამ ამ ტრაორეს რა ეტაკა რო ერთი ნორმალური გარღვევა ვერ გააკეთა, ასე რო მიგვაჩვია.
ეს კლასიკოშიც გაიტანს♥️ ჩვენი შავი პანტერა ♥️♥️
ცუდად დაიწყო თავიდან,მარა მერე გამოასწორა.კლასიკოშიც თხარე ერთი გემრიელად.