workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანსუ ფატი ორ კვირაში დაბრუნდება

ანსუ ფატი ორ კვირაში დაბრუნდება

“ბარსელონას” ახალგაზრდა თავდამსხმელი, ანსუ ფატი დაბრუნებასთან ახლოსაა.

Cadena Ser-ის ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელი თამაშს ორი კვირაში შეძლებს. ანსუს მიზანი 3 აპრილს, “სევილიას” წინააღმდეგ დაბრუნებაა. 

ფატი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს. ფეხბურთელი თავდაუზოგავად მუშაობს და მის დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლოდინები პოზიტიურია.

ახალგაზრდა ტალანტმა ტრავმა 20 იანვარს ბილბაოს “ატლეტიკთან” თამაშისას მიიღო. მან ოპერაციის გაკეთებაზე უარი თქვა და კონსერვატიული მეთოდით მკურნალობა ამჯობინა.

განახლება: AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ცნობით, ფატი ვარჯიშს ორ კვირაში განაახლებს, თუმცა მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს. კლუბს მცირე რისკზე წასვლაც კი არ სურს. შესაბამისად, ანსუს დაბრუნებას არა 3 აპრილს, “სევილიასთან”, არამედ აპრილის ბოლოს უნდა ველოდოთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (13)

  • me da barca
    schedule 16 მარ 2022, 02:51

    ყოველი დაბრუნების მერე, იმის შიშით აღარავარ, თუ როდის დაილეწება.

  • Anano_Ch
    schedule 15 მარ 2022, 19:23

    ეს აღარც მახსოვდა)

  • La Pulga10
    schedule 15 მარ 2022, 18:11

    ციტატა: Giovanni
    აზრი? 3-4 თამაშს ითამაშებს და დაიტრამვება ისევ 3 თვით, აგერ ნახავთ 🙂


    რატო ითარსები რა გინდა.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 15 მარ 2022, 17:55

    თუ უნდა საერთოდ ნუ ითამაშებს ამ სეზონში ოღონდ იქით წელს ტრამვა აღარ მიიღოს

  • vegassi54
    schedule 15 მარ 2022, 17:15

    ხავის არ შეეშლება როდის გამოიყვანოს,ამ ეტაპზე მაინც არ გვიჭირს შეტევაში.

  • nika 54
    schedule 15 მარ 2022, 16:47

    ნეტა საერთოდ ათამაშდეს და ჯანდაბას ევროპის ლიგის ფინალში დაგვეხმაროს.

  • Impala
    schedule 15 მარ 2022, 16:38

    მე არმჯერა ამბიჭის ამ ეტაპზე და თუ გადამაფიქრებინებს გამიხარდება ძალიან.

  • shu1987
    schedule 15 მარ 2022, 16:22

    ამას ვინც რჩევებს აძლევს ანუ ვის ჭკუაზეც დადის ისაა მაგარი უნამუსო დაუნგრია ფაქტიურად კარიერა, თუ თავისი გადაწყვეტილებაა უმტიტისნაირი შიბაქი ყოფილა მაშინ…

  • La Pulga10
    schedule 15 მარ 2022, 16:17

    ფრთხილად ამ ბიჭთან,ძალიან ფრთხილად.ბოლომდე,რომ გამოჯართელდება და 100% მზად იქნება,მაინც 1 ტაიმზე მეტი არ უნდა ათამაშოს კაი ხანი.სიფრთხილეა ძალიან დიდი საჭირო.

  • EL MAESTRO 6
    schedule 15 მარ 2022, 16:11

    ციტატა: Zura Gviniashvili

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    ახლა შეტევაში დიდი რესურსი გვაქვს, ასე რომ საერთოდ არაა საჩქარო ამისი დაბრუნება, ჯერ ბოლომდე გამოჯანმრთელდეს და მერე მინიმუმ 10 წუთი ითმაშოს, მერე თანდათან მოუმატონ დროს და ჩადგება ფორმაში


    ხავის და მეტ პერსონალს ეგ უკვე ნაფიქრი ექნებათ წესით. ვფიქრობ შეცდომას აღარ დაუშვებენ. თვალი არ ეცეთ და დიდი ხანია სერიოზული ტრამვა არცერთ ფეხბურთელს აღარ მიუღია.. დავიჯერო მართლა მედ პერსონალის და ფიზ მომზადების ბრალი იყო ?


    რავი გამოცვაკეს მედ პერსონალიც, ფიზმომზადებაც შეცვალეს და ბევრი აგეთი კიდევ, ხოდა მაგის მერე დემბელესაც კი ტრამვა არ მიუღია და აშკარად კარგად მუშაობენ, ახლა ფატის, რობერტოს და უმტიტის აქვთ ტრამვები, იმედია ფატიზე შეცდომებს აღარ გაიმეორებენ,მაგრამ ჩემზე უკეთ იციან იმათმა თავისი საქმე და იმედი მაქვს

  • Zura Gviniashvili
    schedule 15 მარ 2022, 16:01

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    ახლა შეტევაში დიდი რესურსი გვაქვს, ასე რომ საერთოდ არაა საჩქარო ამისი დაბრუნება, ჯერ ბოლომდე გამოჯანმრთელდეს და მერე მინიმუმ 10 წუთი ითმაშოს, მერე თანდათან მოუმატონ დროს და ჩადგება ფორმაში


    ხავის და მეტ პერსონალს ეგ უკვე ნაფიქრი ექნებათ წესით. ვფიქრობ შეცდომას აღარ დაუშვებენ. თვალი არ ეცეთ და დიდი ხანია სერიოზული ტრამვა არცერთ ფეხბურთელს აღარ მიუღია.. დავიჯერო მართლა მედ პერსონალის და ფიზ მომზადების ბრალი იყო ?

  • EL MAESTRO 6
    schedule 15 მარ 2022, 15:59

    ახლა შეტევაში დიდი რესურსი გვაქვს, ასე რომ საერთოდ არაა საჩქარო ამისი დაბრუნება, ჯერ ბოლომდე გამოჯანმრთელდეს და მერე მინიმუმ 10 წუთი ითმაშოს, მერე თანდათან მოუმატონ დროს და ჩადგება ფორმაში

  • Zura Gviniashvili
    schedule 15 მარ 2022, 15:58

    იმედია მესის ბედს გაიზიარებს. მესისაც ბევრი ტრამვები ქონდა პატარაობაში და მერე კი ვნახეთ რა მონსტრი გაგვიხდა