workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მე-600 მატჩი ბარსელონას მაისურით

მე-600 მატჩი ბარსელონას მაისურით

ერთ საათზე ნაკლებ დროში, ლა ლიგის 28-ე ტურში “ბარსელონა” “ოსასუნას” დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ ჟერარ პიკე ხსენებული მატჩის სასტარტო შემადგენლობაშია – ვეტერანი მცველი “ბარსას” მაისურით მე-600 შეხვედრას ჩაატარებს.

“ბლაუგრანაში” ჩატარებული მატჩების მიხედვით, პიკე მე-5 ადგილს იკავებს და მხოლოდ ლეო მესის (778), ჩავი ერნანდესს (767), ანდრეს ინიესტასა (674) და სერხიო ბუსკეტსს (667) ჩამორჩება.

ჟერარის შედეგს კლუბის ოფიციალური Twitter-ის გვერდი ეხმაურება და შემდეგ ფოტოს აქვეყნებს:

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 14 მარ 2022, 12:16

    იუბილარი იყო და ეჩუქებინა მსაჯს ის გოლი შედეგზე ხო გავლენას მაინც ვერ მოახდენდა.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 13 მარ 2022, 23:44

    ციტატა: Albicelecte
    მივულოცოთ…
    ისე ლეოს რომ ეთამაშა ბოლომდე, ერთი 1000 მატჩზე ვერ ავიდოდა?!


    თავისუფლად

  • Albicelecte
    schedule 13 მარ 2022, 23:42

    მივულოცოთ…
    ისე ლეოს რომ ეთამაშა ბოლომდე, ერთი 1000 მატჩზე ვერ ავიდოდა?!

  • GÍØ
    schedule 13 მარ 2022, 23:12

    ეჰ დაგვიბერდა ჩვენი პიკე 😥