workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟერარ პიკე მე-600 შეხვედრის ზღვარზე

ჟერარ პიკე მე-600 შეხვედრის ზღვარზე

“ბარსელონას” ცენტრალური მცველი, ჟერარ პიკე, ისტორიული მიღწევის ზღვარზეა – თუ ის ხვალ “ოსასუნას” წინააღმდეგ ითამაშებს, “ბარსას” მაისურით 600 ჩატარებული შეხვედრა დაუგროვდება. 

ამაზე მაღალი მაჩვენებელი “ბლაუგრანას” არსებობის მანძილზე მხოლოდ ოთხ ფეხბურთელს აქვს დაფიქსირებული: პიკე ლიონელ მესის (778 მატჩი), ჩავის (767), ანდრეს ინიესტასა (674) და სერხიო ბუსკეტსს (666) შეუერთდება. 

ჟერარ პიკე “ბარსელონას” პირველი გუნდის წევრი 2008 წლიდანაა. დღემდე, მან კლუბთან ერთად 30 ტიტული მოიგო, გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით კი კლუბთან ერთად კიდევ ერთ სეზონს გაატარებს. 

“ბარსელონა”-“ოსასუნას” მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. თუ დაუგეგმავ ცვლილებებს გამოვრიცხავთ, პიკე ამ შეხვედრის ძირითად შემადგენლობაში უნდა ვიხილოთ, “ბარსა” კი გამარჯვების შემთხვევაში ქულებით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე მყოფ “ატლეტიკოს” გაუთანაბრდება, რომელსაც ჩავი ერნანდესის გუნდზე ორი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 13 მარ 2022, 15:36

    ციტატა: me da barca
    ატლეტიკომ შეწყვიტა ქულების ფლანგვა


    ალბათ ფორას გვაძლევდა და ეხლა რესტარტს აკეთებს.

  • me da barca
    schedule 13 მარ 2022, 03:13

    ატლეტიკომ შეწყვიტა ქულების ფლანგვა

  • Albicelecte
    schedule 12 მარ 2022, 21:49

    ბუსმა გალსატან მატჩში რომ შემოვიდა, რა ცუდი სტატისტიკა დაუგროვებია, სასწრაფოდ უნდა გააუმჯობესოს smiley barca-6

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 12 მარ 2022, 16:34

    იქითა წელსაც უნდა იყოს ეს გუნდში

  • C.PC5
    schedule 12 მარ 2022, 15:33

    იქითა სეზონში ეს, ბუსკეცი და ალბა ძაან დაგვჭირდება, ოღონდ მერე სკამის გასაძლიერებლად უნდა გამოიყენოს ესენი ჩავიმ. ბუსკეცს ვერ უხერხებენ ვერაფერს მარა ჩავი რაღაცას გაჩარხავს bowtie