workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როდის დაბრუნდება ანსუ ფატი

როდის დაბრუნდება ანსუ ფატი

ჩავი ერნანდესმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე ანსუ ფატის მალე დაბრუნების იმედი გამოთქვა. მწვრთნელის თქმით, ფეხბურთელი გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპზეა, თუმცა სიმართლე ისაა, რომ ესპანელს დაბრუნებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო აშორებს.

AS-ის ინფორმაციით, 19 წლის შემტევი თამაშს აპრილის ბოლომდე ვერ შეძლებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს, კლუბი თავდაპირველი გეგმის შეცვლას არ აპირებს და აღდგენითი პროცესი დაახლოებით 2.5 თვეს გასტანს.

წყაროს თანახმად, ფატი, საუკეთესო შემთხვევაში, ვარჯიშს 20 მარტს გასამართი “ელ კლასიკოს” შემდეგ დაიწყებს და ფორმაში ჩასადგომად სანაკრებო პაუზასაც გამოიყენებს. იგი მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში ივარჯიშებს და თამაშის ნებართვას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს. 

როგორც სამწვრთნელო, ისე სამედიცინო შტაბი ფატის ჯანმრთელობას ძალიან უფრთხილდება. ფეხბურთელმა იცოდა, რომ ოპერაციაზე უარის თქმის შემთხვევაში რეციდივის შანსი უფრო დიდი იქნებოდა, თუმცა მან მაინც კონსერვატიული მეთოდით მკურნალობა გადაწყვიტა. ამასთან, საბედნიეროდ, “ბარსელონას” შეტევაში არ უჭირს, შესაბამისად, ფატის ნაადრევად დაბრუნება საჭირო არაა. 

19 წლის ფეხბურთელმა დაზიანება 20 იანვარს ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ მიიღო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 10 მარ 2022, 20:41

    ციტატა: NEYBarca
    ვინც ეს დაწყევლა, მისი საყვარელი გუნდის ამომავალ ვარსკვლავს ისეთი ტრამვა მიეღოს რო მისი ვარსკვალვი სამუდამოდ ჩამქრალიყოს.🤣


    ციტატა: Andria
    დემბელე აღარ იღებს ტრამვას რას ჩავი მოვიდა იმედია ანსუსაც მოევლება


    ============
    😊 წყევლა კი არა უტვინო ექიმების ბრალია, რაც ჩავიმ ისინი გააშვებინა ლაპორტას და თავისი გუნდი მოიყვანა ტრამვას ასე მარტივად აღარავინ იღებს, სასწაული მაგალითია დემბელე..
    wink wink wink

  • Fc Barca Batumi
    schedule 10 მარ 2022, 20:24

    ფატის წელს რომ შევეშვათ არა? გამოჯანმრთელდეს ბავშვი ბოლომდე, მომავალ სეზონში დადგება ფეხზე, თუ არა მუდმივად ვამწნილებთ ლაზარეთში!

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 10 მარ 2022, 18:49

    ციტატა: shu1987
    ესეც კაი სიკო აღმოჩნდა, ამაზე დიდ ფეხბურთელებს გაუკეთებიათ ოპერაცია და დროულად დაბრუნებულან ეს რაღაც ახალი დაამუღამეს თითქოს აღდგენითი პროცესი და ერთ თამაშიანები არიან , თუმცა ხელფასს იღებენ სერიოზულს და ასე მგონია ფულის იქეთ იშვიათად ფეხბურთელს დღეს ადარდებდეს რამე ნუ დემბელემ ასწავლა ფაქტია.


    რეებს იძახი,ძაან დაბალი ხელფასი აქვს და მთელ სულს დებს თამაშში.

    ეს ძაან საჭირო კაცია და იმედია მოეშვება ამ ტრამვიანობას♥️

  • shu1987
    schedule 10 მარ 2022, 17:49

    ესეც კაი სიკო აღმოჩნდა, ამაზე დიდ ფეხბურთელებს გაუკეთებიათ ოპერაცია და დროულად დაბრუნებულან ეს რაღაც ახალი დაამუღამეს თითქოს აღდგენითი პროცესი და ერთ თამაშიანები არიან , თუმცა ხელფასს იღებენ სერიოზულს და ასე მგონია ფულის იქეთ იშვიათად ფეხბურთელს დღეს ადარდებდეს რამე ნუ დემბელემ ასწავლა ფაქტია.

  • cezo45
    schedule 10 მარ 2022, 16:52

    იმედია ამასაც ბოიან კრკიჩი არ დაემართება..

  • Andria
    schedule 10 მარ 2022, 16:48

    დემბელე აღარ იღებს ტრამვას რას ჩავი მოვიდა იმედია ანსუსაც მოევლება

  • NEYBarca
    schedule 10 მარ 2022, 16:28

    ვინც ეს დაწყევლა, მისი საყვარელი გუნდის ამომავალ ვარსკვლავს ისეთი ტრამვა მიეღოს რო მისი ვარსკვალვი სამუდამოდ ჩამქრალიყოს.🤣

  • EL MAESTRO 6
    schedule 10 მარ 2022, 16:18

    აუ მაგრად მეცოდება ეს ბიჭი და იმედია მოიშორებს ამ ტრამვიანობას, არადა ძაან ნიჭიერია და 10 ნომერიც ტყუილად არ მიუციათ

  • nika 54
    schedule 10 მარ 2022, 16:10

    რომელ 20 მარტს? წელიწადია უკვე?