ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ლიონელ მესი, შესაძლოა, 2023 წელს ერთი სეზონით “ბარსელონაში” დაბრუნდეს.
ამ ინფორმაციას ესპანელი ჟურნალისტი, ტონი ჟუანმარტი გამოეხმაურა. მისი ცნობით, არგენტინელმა ჯერ თავადაც არ იცის, რას მოიმოქმედებს 2023-ში, თუმცა MLS-ში წასვლა ან “პარი სენ-ჟერმენში” კიდევ ერთი წლით დარჩენა ბევრად უფრო სავარაუდო სცენარებია, ვიდრე “ბარსაში” დაბრუნება.
ცნობისთვის, მესიმ პარიზულ კლუბთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც 2023 წელს, შესაძლოა, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივდეს.




რატო არ ეზარებათ ამდენი ჭორების მოგონება. რანაირად დაასკვნეს რო დაბრუნდება? კონტრაქტს დაიკიდებს? თუ ზეიმით გააცილეს აქედან? არსად არ დაბრუნდება დაიმახსოვრეთ სანამ ლაპორტაც და პიკეც ბარსაში იქნებიან მითუმეტეს. იმდენი თავმოყვარეობა კი აქვს ამ ადამიანს.
რა მცირეა ზაფხულში ჰალანდი კი არა ეს დააბრუნეთ ლაპორტა შენი ჯიში და ჯილაგი მივაცენზურე ეს რო ბარსადან გაუშვიი
ბოლო წელი,რომ აქ იყოს ძაან კაი იქნება მისთვისაც და ჩვენთვისაც
ბარსაში მესი დაბრუნდება, ოღონდ სხვა ამპლუაში
თვითონ თქვა რომ ბარსაში დავასრულებ კარიერასო
Არამგონია კარიერის დასრულება პარიზში მოინდომოს. Იმსახურებს კარგ გაცილებას ბარსადან.