დღეს ზუსტად 10 წელი გავიდა იმ დღიდან, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში შევიდა.
2012 წლის 7 მარტს “ბარსა” გერმანულ “ლევერკუზენს” მასპინძლობდა. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი მატჩში კატალონიელებს სტუმრად 3-1 ჰქონდათ მოგებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათ მომდევნო ეტაპზე გასვლას საფრთხე არ ემუქრებოდა. თუმცა პეპ გვარდიოლას გუნდმა, განსაკუთრებით კი ლიონელ მესიმ, “კამპ ნოუზე” მორიგი სპექტაკლი დადგა.
“ბარსამ” 7-1 მოიგო, 5 გოლი კი მესიმ გაიტანა. ის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა. 3 წლის შემდეგ იგივე მიღწევა “შახტარის” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ლუის ადრიანომ გაიმეორა, რომელმაც 5 გოლი ბატე-სთან 7-0 მოგებულ შეხვედრაში გაიტანა.
თამაში იმითაც იყო გამორჩეული, რომ კრისტიან ტელიომ ჩემპიონთა ლიგაზე პირველივე თამაშში 2 გოლი გაიტანა.
გენიაა❤️❤️
ხოოო, მაგ თამაშის დავიწყება შეუძლებელია. ღმერთო რა სპექტაკლებს დგამდა ეს ჯადოქარი და რა ცუდია რო 10 წელი გავიდა. დაგვიბერდა მაინც, მეგონა სულ ასეთი იქნებოდა.