workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენი: ჩავიმ გვითხრა, რომ მეორე ტაიმში მოედანზე უფრო ინტენსიურები უნდა ვყოფილიყავით

ტერ შტეგენი: ჩავიმ გვითხრა, რომ მეორე ტაიმში მოედანზე უფრო ინტენსიურები უნდა ვყოფილიყავით

“ელჩესთან” მოგებული (2-1) მატჩის შემდეგ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ჟურნალისტებთან საუბრობს:

ძალიან რთული შეხვედრა გამოდგა. მოგებით ბედნიერი ვარ. მათ 1-2 შანსი ჰქონდათ, მაგრამ მაქსიმალურად ფოკუსირებული ვიყავი, როცა ბურთი ჩემკენ მოდიოდა. მთავარი ფაქტორი ინტენსივობა იყო. სხვა ტაქტიკა ვცადეთ, თუმცა, ამან არ იმუშავა.

პოტენციური პენალტი ჩვენს კარში? ეპიზოდი განმეორებით არ მინახავს, მაგრამ, ვფიქრობ, ალბასა და ბუსკეტსს ხელები მიბჯენილი ჰქონდათ. ყველაფერი მსაჯმა გადაწყვიტა. 

დღეს, გასამარჯვებლად მძიმე ბრძოლა მოგვიწია. ასეთ შეხვედრაში მეტოქე ცდილობს, თამაში არცთუ ისე ბევრი მომენტის შექმნით მოიგოს.

ჩავიმ გვითხრა, რომ მეორე ტაიმში მოედანზე უფრო ინტენსიურები უნდა ვყოფილიყავით. ჩვენ ვდომინირებდით და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ.

თუ ისე გავაგრძელებთ თამაშს, როგორც მეორე ნახევარში ვაჩვენეთ, ყველაფერი ჩვენს ხელში იქნება.

დღეს ბევრი საქმე არ მქონია, მაგრამ მეტოქემ კარგად ითამაშა და იბრძოლა.

დღევანდელი მოგებით “ბარსელონამ” “ბეტისს” 2 ქულით გადაასწრო და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე გადავიდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 06 მარ 2022, 23:04

    ტიპი რთულებს იღებს და მარტივებს ყლაპავს…

  • nika 54
    schedule 06 მარ 2022, 21:54

    ციტატა: BARC4ever
    მთავარია სამი ქულა წამოვიღეთ. მესამე ადგილზე მყარად ვდგავართ, ჩვენზეა დამოკიდებული ამ ადგილს ჩამოვცდებით თუ არა.


    ახლა ატლეტიკოზეც არის დამოკიდებული დავრჩებით თუ არა დღეს მესამეზე. მოიგონ ამაღამ ბეტისთან და თვითონაც გაიუმჯობესებენ მდგომარეობას. შევლენ ოთხეულში.

  • BARC4ever
    schedule 06 მარ 2022, 21:48

    მთავარია სამი ქულა წამოვიღეთ. მესამე ადგილზე მყარად ვდგავართ, ჩვენზეა დამოკიდებული ამ ადგილს ჩამოვცდებით თუ არა.

  • EL MAESTRO 6
    schedule 06 მარ 2022, 21:44

    ტიპმა რა მაგარი სეივი გააკეთა, უსწრაფესი რეაქციით გადაარჩინა გუნდა და ის თამაშგარე რომ იყო იქაც უმაგრესი ბურთი აიღო, გოლს რაც შეეხება პედრის და ალვესის ბრალი იყო ჩემი აზრით

  • Moriba
    schedule 06 მარ 2022, 21:42

    შენ ჯობია @ვერული ბურთები არ გაუშვა 1 2 ჯერ კი გვიხსენი სასწაული სეივები გააკეთა მაგრამ ბარსას მეკარე ასეთ გოლს არუნდა ყლაპავდე