“ბარსელონადან” “ასტონ ვილაში” განათხოვრებული ფილიპე კოუტინიო პრემიერ ლიგაში წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს. ბრაზილიელმა გუშინ “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ თავი გოლსა და საგოლე გადაცემას მოუყარა, ჯამში კი მის ანგარიშზე ახალი კლუბის მაისურით 3 შედეგიანი დარტყმა და ამდენივე ასისტია.
“ასტონ ვილა” კოუტინიოს თამაშით ძალიან კმაყოფილია. Sport-ის ინფორმაციით, “ბლაუგრანა” იმედოვნებს, რომ ინგლისური კლუბი 29 წლის ფეხბურთელს გამოისყიდის, რითაც “ბარსა”, ფინანსური სარგებლის მიღებასთან ერთად, სახელფასო ხარჯებსაც მნიშვნელოვნად შეამცირებს – კოუტინიო კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა.
ბრაზილიელი “ასტონ ვილაში” სეზონის ბოლომდე დარჩება. “ლომებს” ფილიპეს გამოსყიდვა 40 მილიონ ევროდ შეუძლიათ.




იმედია იყიდიან, მიყვარს ეს კაცი და მისი წარმატება მიხარია
ანუ ჯერარდმა გამნახა საერთო ენა, იმედია დაიტოვებს
იმედია გამოისყიდიან
გრიზმანში რატომ 50, როგორც მახსოვს 40 უწერია გამოსასყიდი.
არა ჯერ 10 უნდა გადაეხადათ წინასწარ და მერე 40, ხოდა 50 ად გამოისყიდიან მთლიანობადი
გრიზმანში რატომ 50, როგორც მახსოვს 40 უწერია გამოსასყიდი.
კოუ 40, გრიზმანი 50, პიანიჩი 30, ტრინაკო 30,ბრაითა10, დეპაი 40, კაი ფულის შოვნა შეგვიძლია ნაღდად
ეგენი თუ არ გამოისყიდიან, სხვები იზამენ, კოუმ აჩვენა რომ ინგლისის კაცია და ტალანტი არ დაუკარგავს, წინაზე დაიწერა რამდენიმე ინგლისური კლუბი ინტერესდებაო, მათ შორის არსენალიცო და რომელიმე უეჭველი წაიყვანს, 40 ალალია ამაზე,
40 მაგაში რო ავიღოთ 50ი ატლეტიკომ უნდა გადახვიხადოს გრიზმანში. ბრაიტა ტრინკაო ლენგლე უმტიტი მინგეზა პუჩი ესენიც უნდა გაიყიდოს. დემებელე რობერტო უფასოდ წავლენ. ტრაორე აუცილებლად უნდა გამოისყიდონ ჰალანდიც უნდა მოიყვანონ თუ ჰალანდი არა ისაკი გვინდა. დაცვაში კიდე მაზრაუი კრისტენსენი აზპილიკუეტა და ალბას შემცვლელი გვინდა გაია ან გრიმალდო კესიც მოვა უფასოდ მეტი არავინ არ გვინდა