workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კოუტინიოს დღევანდელი მონაგარი: გოლს + ასისტი

კოუტინიოს დღევანდელი მონაგარი: გოლს + ასისტი

“ბარსელონადან” “ასტონ ვილაში” განათხოვრებულმა ფილიპე კოუტინიომ პრემიერ ლიგაში მორიგი შედეგიანი თამაში ჩაატარა.

“საუთჰემპტონთან” 4-0 მოგებულ შეხვედრაში ბრაზილიელმა ვარსკვლავმა თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა და ამ ორი ეპიზოდის გარდაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ბირმინგემულ გუნდში კოუტინიომ 7 თამაში ჩაატარა და მის აქტივში უკვე 3 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.

კოუტინიო “ასტონ ვილაში” იჯარით თამაშობს და ინგლისელებს მისი 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (13)

  • nika 54
    schedule 06 მარ 2022, 16:51

    ითამაშოს, მარტო გამეხარდება. ესეც დემბელე ან უმტიტი ხო არ არის რო გაგვიმწარეს სიცოცხლე. იმედია გამოისყიდიან და ჩვენც წაგვადგება ფულიც და სახელფასო ჭერის დაწევაც.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 06 მარ 2022, 10:36

    ციტატა: Гела Патараия
    ხავის გუნდში დიდი სიამოვნებით ვიხილავდი რო იწერებით დარჩეს სადაც არისო აბა იმ შენელებულ კადრში რა უნდა ეთამაშა


    პრემიერ ლიგის კაცია და რავიცი აბა

  • Iniesta_8
    schedule 06 მარ 2022, 02:16

    ციტატა: Fc Barca Batumi
    ჩვენთან რა ჭირდაა? ვალიკო, კიკე და კუმანის დამბლური დაავადება, მარტო კოუს არა, ეს ყველაზე ბარსას ტოპ ფეხბურთელებზე იყო ასახული!
    ჩავის ხელში კოუ იფრენს!


    ხავიმ გაუშვა იჯარით კოუტინიო ასე რომ არამგონია უნდოდეს ბარსაში მისი ხილვა.

  • Fc Barca Batumi
    schedule 06 მარ 2022, 01:20

    ჩვენთან რა ჭირდაა? ვალიკო, კიკე და კუმანის დამბლური დაავადება, მარტო კოუს არა, ეს ყველაზე ბარსას ტოპ ფეხბურთელებზე იყო ასახული!
    ჩავის ხელში კოუ იფრენს!

  • Гела Патараия
    schedule 06 მარ 2022, 00:10

    ხავის გუნდში დიდი სიამოვნებით ვიხილავდი რო იწერებით დარჩეს სადაც არისო აბა იმ შენელებულ კადრში რა უნდა ეთამაშა

  • MSN G.O.A.T
    schedule 06 მარ 2022, 00:06

    ციტატა: Don_Andresito
    თუ ჟერარდი დარჩა გამოისყიდიან. 40 ად არა მარა 20-25 მოგვცემენ. ზატო ხელფასს სრულად გადაუხდიან თითონ. მთავარია ახლა 1 თამაში არ ჩააგდოს და ან გააკრიტიკონ თორე ეგრევე დეპრესიაში ჩავარდება. არ იყო ბარსა მისი გუნდი. ბაიერნშიც კი ბევრად უკეთ თამაშობდა. უფრო მეტი შედეგიანი ქმედება ქონდა ვიდრე ბარსაში. არადა თავიდან რა მაგარი იყო, პირველი 6 თვე.


    ხელფასს სრულად თვითონ უხდიან,რაც ბარსელონას უნდა გადაეხადა მაგაზე უარი თქვა

  • Iniesta_8
    schedule 05 მარ 2022, 23:20

    კაია იქნება გამოისყიდონ. ახლა ბარსაში კოუტინიოს ადგილი ნამდვილად არაა.

  • Moriba
    schedule 05 მარ 2022, 22:32

    კარგია ესე გააგრძელოს გამოისყიდიან დემბელეც წავა ლენგლეც უმტიტი მინგესა ბრეითაც პიანიჩიც ნეტუც და ნელ ნელა გასუფთავდება გუნდი ნაგვებისგან

  • Don_Andresito
    schedule 05 მარ 2022, 22:20

    თუ ჟერარდი დარჩა გამოისყიდიან. 40 ად არა მარა 20-25 მოგვცემენ. ზატო ხელფასს სრულად გადაუხდიან თითონ. მთავარია ახლა 1 თამაში არ ჩააგდოს და ან გააკრიტიკონ თორე ეგრევე დეპრესიაში ჩავარდება. არ იყო ბარსა მისი გუნდი. ბაიერნშიც კი ბევრად უკეთ თამაშობდა. უფრო მეტი შედეგიანი ქმედება ქონდა ვიდრე ბარსაში. არადა თავიდან რა მაგარი იყო, პირველი 6 თვე.

  • barcaforever
    schedule 05 მარ 2022, 22:18

    კაია აშკარად ბედნიერი ჩანს და კარგადაც თამაშობს. გამოსყიდის ასტონ-ვილა იმედია რო ჰალანდის ფული შეგროვდეს და კიდე ერთი კარგი ტრანსფერისთვისაც იქნებ მორჩეს ფული ლაპორტას. აი იქეთა წელს ხოარ ღადაობთ იმენა ლიგის მოსაგებადაც გავიწევთ ჩემი აზრით და როგორც მინიმუმ ლალიგის მოგება შესაძლებელი იქნება თავისუფლად

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 05 მარ 2022, 22:15

    მიყვარს ეს ფეხბურთელი, წარმოიდგინეთ ასტონ ვილას ფბ გვერდიც კი გამოწერილი მყავს,რომ პატარა ჯადოქარზე ინფორმაცია არ გამომრჩეს😍😍 ძაან დონეა ტიპი,დღეს სხვა მომენტები კი გაანიავა მაგრამ საბოლოო ჯამში ძაან კაი იყო

  • EL MAESTRO 6
    schedule 05 მარ 2022, 22:11

    აუ რა კარგად თამაშობს მართლა პრემიერ ლიგაში, იმედია ბარსაში არ დააბრუნებენ და ასტონ ვილა გამოისყიდის, თუ ასე გააგრძელა მართლა გამოისყიდიან

  • Jemo-barca
    schedule 05 მარ 2022, 21:59

    აბა ჩვენთან რაგჭირდა. დღეს იფრინა ტიპმა