რონალდ კუმანის ექსკლუზიური ინტერვიუ: იმდენი დრო არ მომცეს, რამდენიც – ჩავის

რონალდ კუმანის ექსკლუზიური ინტერვიუ: იმდენი დრო არ მომცეს, რამდენიც – ჩავის

“ბარსელონას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, კატალონიიდან წასვლის შემდეგ, საჯაროდ პირველად საუბრობს.

ნიდერლანდურ Algemeen Dagblad-თან ჩაწერილ ინტერვიუში, კუმანი განსაკუთრებით კრიტიკული ჟოან ლაპორტას მიმართ იყო.

კლუბისგან იმდენი დრო ვერ მივიღე, რამდენიმ ჩავიმ მიიღო. ეს ჩემთვის მტკივნეულია. ძალიან ბევრ ტრავმირებულთან ერთად მიწევდა მუშაობა. ახლა, პედრი ფორმაში დაბრუნდა, დემბელეც… ყველაფერი ნათელია.
ბორდისგან ყველა მწვრთნელს სჭირდება დრო და მოთმინება. ახალი ფეხბურთელების ყოლას მეც სიამოვნებით ვისურვებდი. მაგრამ ახლა კლუბში სიტუაცია უკეთესობისკენ მიდის, ფეხბურთელებმაც მოუმატეს, ეს მე მახარებს.
ფრენკი დე იონგისგან ძველებური ფეხბურთის ყურება სასიამოვნოა, იგი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია.
კლუბის ხელმძღვანელობის მოთხოვნის გამო, ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას დავთანხმდი, თუმცა, როდესაც ხედავ, თუ როგორ იფორმებენ ლიონელ მესის წასვლისთანავე ახალ ფეხბურთელს 55 მილიონ ევროდ, ფიქრობ, ნუთუ, იქ სხვა რამ ხდებოდა. რატომ გახდა მესი იძულებული, წასულიყო?
მე ლაპორტას მწვრთნელი არ ვიყავი. ამას პირველივე მომენტიდან ვგრძნობდი, ჩვენ შორის კავშირი არ იყო. კლუბისგან აუცილებელ მხარდაჭერას ვერ ვიღებდი. ჩემთვის, ფული მნიშვნელოვანი არასდროს არ ყოფილა. მწვრთნელის რანგში, “ბარსელონაში” წარმატების მიღწევა ძალიან მინდოდა, ამისთვის გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო, მაგრამ მივხვდი, რომ ლაპორტას ჩემი მოშორება უნდოდა, რადგან მე მისი დანიშნული არ ვიყავი.
ლაპორტასგან ათასჯერ მაქვს მოსმენილი, რომ ჩავი მისი მწვრთნელი არ იქნებოდა, რადგან მას გამოცდილება აკლდა, თუმცა მას სჭირდებოდა ვინმე, ვისაც ამოეფარებოდა.

ნიდერლანდელი, რომელიც მალე 59 წლის გახდება, სამწვრთნელო კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

რობ იანსენთან (აგენტი) შევთანხმდი, რომ ზაფხულისთვის ახალ, საინტერესო და კარგ შესაძლებლობებს განვიხილავთ.

კუმანი დაკავებული თანამდებობიდან ოქტომბერში გაათავისუფლეს. “ბლაუგრნაში” მოღვაწეობის პერიოდში, მან ესპანეთის თასის მოგება შეძლო.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 150, 250 ან 350 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (34)

  • nika 54
    04 მარ 2022, 12:02

    ამას ბოდიში და მართლა აკლია ცოტა. ფრენკი ესაო და ისაო, მერე შე ჩემა ვინ გითხრა რო ცენტრალური მცველიაო. ამის ხარჯზე რო ცენტრას ასუსტებდი. ან რა ჩავის დროს გუნდებს ტრამვები არა აქვს და კიდევ არაფერს აკეთებდი და ლაპორტა მპირდებოდა ჩავის არ მოვიყვანო. როდემდე უნდა ეყურებინა შენი უსაქმურობისთვის? მე ის უფრო მაწუხებს რო დროზე არ მოიყვანა. პრესეზონზე რო მოეყვანათ ჩავი კიდევ უფრო კარგ შედეგს დადებდა.

  • me da barca
    04 მარ 2022, 00:36

    20 ნოემბერს ჩაატარა პირველი თამაში ჩავიმ ესპანიოლთან. 3 თვეზე ოდნავ მეტია, რაც ბარსას მწვრთნელია, მაშინ როცა მთელი ერთი სეზონი და ამ სეზონის ნოემბრამდე თვითონ იყო მწვრთნელი. რანაირად მისცეს ჩავის მეტი დრო ვერ გავიგე. კალენდარი აიღე კუპატ…

  • Bakero
    04 მარ 2022, 00:14

    დრო არ მქონდაო დროოვო joy joy joy ვახ ჩემი კაი joy joy 3 თვის მოსულია ჩავი მხოლოდ 3 თვის ! და ჩავის მოსვლის შემდეგ სულ ვფიქრობდი ნეტავ 2 ან 3 წელი ეყოფა თუ არა გუნდის შესაქმნელად მეთქი joy joy joy კუმან როგორც ფეხბურთელი მართლა კარგი ფეხბურთელი იყავი ! როგორც მწვრთნელი უბრალოდ სირცხვილი ხარ ! (ჩავის ედრება ეს უვიცი ეს rage )

  • lesane C
    03 მარ 2022, 20:01

    რა დონის ბოღმა და უტვინოა ტიპი, შეაზიზღებს ხალხს თავს, პრინციპში მოახერხა ისეც უკვე :დ

  • Fc Barca Batumi
    03 მარ 2022, 18:35

    კუმან შენ ვალიკოც გჯობდა და ცოტა კიკეც, აი ჩავიმ კი გუნდი ფეხზე დააყენა! მარტო შენ კი არა, ევროპის ტოპ კლუბების ტრენერებსაც დაანახებს რაა მწვრთნელობა!
    ასე, რომ დროული იყო ლაპოს გადაწყვეტილება!

  • M10 S9 D11
    03 მარ 2022, 17:14

    რაო დრო არ მქონდაო? წელიწად ნახევარი დრო არაა შე შობელძაღლო? ყველა მნიშვნელოვან თამაშში ჩაისვარე ბოლოს მალიორკას ჩმორებიც გაგვხადე და კიდე შენ გწყდება გული?

  • azulgerana
    03 მარ 2022, 17:03

    ხო მაგრამ ფაქტია დავით თამაშს ყუმარობდი რაც შეუძლებელია ბარსაში დამყარდეს

  • Zura Gviniashvili
    03 მარ 2022, 17:00

    ციტატა: Andria
    აღარაფერი ეშველება წარსულის განხილვას მესი მოიშორეს წავიდა თუ რამოხდა შეიძლება მართლა გაითამაშა ლაპორტამ რაღაც და დაიწყო ახალი ეპოქა მესის გარეშე. გაამტყუნებ ? ვერა მესი ვეღარც აპრესინგებდა ახლა უყურებთ ბარსა როგორ თამაშობს ? მესი ამ ტემპში ვერითამაშებს ასე ლეო არის ბარსელონას სული და გული მის გამო დავიწყე ფეხბურთის ყურება და არვიცი რავთქვა მისნაირი არავინ ჩანს და არც გამოჩნდება უბრალოდ დაიხურა ეს ფურცელი და მორჩა უბრალოდ იმედია როცა კონტრაქტი გაუვა დაბრუნდება ბარსაში და 1-2 ლამაზ სეზონს გვაჩვენებს მოხოდილ ახალგაზრდებში და იმედია ტიტულებსაც მოიგებს რაც ამ ბოლო წლებში დააკლდა 🌟


    მეც მინდა რომ ბოლო წელი ჩვენთან დაასრულოს და გამოსამშვიდობებელი თამაში ნოუ კამპზე ქონდეს

  • Iniesta_8
    03 მარ 2022, 16:57

    შიგ ხომ არ აქ ამას ბიჭო ხავი 2 თვის მოსულია ამს კიდე წელიწად ნახევარი ჰქონდა და ყველა პრინციპულ მატჩში ჩაისვარა, ერთხელ ვერ მოუგო უშუალო კონკურენტს ვერც ლა ლიგაში და ვერც ლიგაზე, კარში დარტყმის გარეშე ვამთავრებდით ხოლმე თამაშებს.

  • Andria
    03 მარ 2022, 16:22

    აღარაფერი ეშველება წარსულის განხილვას მესი მოიშორეს წავიდა თუ რამოხდა შეიძლება მართლა გაითამაშა ლაპორტამ რაღაც და დაიწყო ახალი ეპოქა მესის გარეშე. გაამტყუნებ ? ვერა მესი ვეღარც აპრესინგებდა ახლა უყურებთ ბარსა როგორ თამაშობს ? მესი ამ ტემპში ვერითამაშებს ასე ლეო არის ბარსელონას სული და გული მის გამო დავიწყე ფეხბურთის ყურება და არვიცი რავთქვა მისნაირი არავინ ჩანს და არც გამოჩნდება უბრალოდ დაიხურა ეს ფურცელი და მორჩა უბრალოდ იმედია როცა კონტრაქტი გაუვა დაბრუნდება ბარსაში და 1-2 ლამაზ სეზონს გვაჩვენებს მოხოდილ ახალგაზრდებში და იმედია ტიტულებსაც მოიგებს რაც ამ ბოლო წლებში დააკლდა 🌟

  • Albicelecte
    03 მარ 2022, 16:20

    როგორც მწვრთნელი არ შეეფერებოდი და უნდა აღიარო რონალდ;
    1 სრული სეზონი ჩაატარე, მე-2 დაიწყე და საშინელი სერია გქონდა, კარგი რა

  • Barca1980
    03 მარ 2022, 16:12

    თუნდაც 9 სიცოცხლე რომ მოგეცეს და ცხრავე ბარსელონას მწვრთნელად გაატარო , იმას მიაღწევ ისევ რასაც მიაღწიე და რაც უფრო მალე აღიარებ საკუთარ თავთან შენს შესაძლებლობებს , იქნება შანსი გქონდეს მომავალში შედარებით მაღალ დაფეხურზე ახვიდე შენს საქმიანობაში . და საერთოდ ბარსელონასთან დაკავშირებულ ბოღმიან განცხადებებს თუ მოეშვები ჯობია , თორე ჩვენც დავიღალეთ შენი შეურაცყოფით !!!

  • XAVI 6-8
    03 მარ 2022, 15:56

    ციტატა: ikamach
    მესის წასვლა უნდოდა და წავიდა კიდეც, ტყუილად აბრალებთ ლაპორტას, მე დიმარიას ინტერვიუ წავიკითხე, იბიცაზე რო ვიყავით მესიმ მითხრა თქვენთან გადმოვდივარო


    დი მარიას ინტერვიუს იჯერებ და მესიმ რაც თქვა იმას არაა?🙃ეს ახვარი მესი როგორ მოგვატყუა მაგის აფერისტი დედას შევე…🤦‍♂️

  • Zura Gviniashvili
    03 მარ 2022, 15:52

    ამას უფრო მეტი დრო ქონდა ვიდრე ხავის აქვს.. ამას უფრო ძლიერი სასტავი ყავდა ვიდრე დღეს ხავის ყავს.. ყველამ უნდა ვაღიაროთ და თავად კუმანმაც უნდა აღიაროს ეგ.. რა გუნდით რა ფეხბურთს ათამაშებს.. კი იქნება ცუდი თამაშებიც ჩავარდნებიც და ა.შ მაგრამ გამოჩნდა რომ ხავი ბევრად პროფესიონალია ვიდრე კუმანი თნდაც დიდი გამოცდილება არ ჰქონდეს.. ამას რომ ჰოლანდი და კაი მცველები მივცეთ მაშინ უკვე ტოპ გუნდათ აქცევს

    ციტატა: kanja
    მესის გაშვება ლაპორტას კისერზეა… ამას წინდაუხედავი იდიოტები აკეთებენ…დღესაც ვერ ურტყამენ ჯარიმებს სხვას რომ თავი გავანებოთ… ვინ აკეთებს პასებს მესიზე უკეთ?


    შეეშვით ამ მესის და ნუ მისტირით მაგ დროს წელს თუ არა 2 წელში ისევ წავიდოდა.ამ კაცმა გააკეთა არჩევანი ბარსასა და მესის შორის და სწორედაც მოიქცა, გამორიცხული იყო მესისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმება თან მე თუ მკითხავ მაგათ გარეშეც ხომ უნდა ეთამაშათ და ვფიქრობ კარგად გადავიტანთ მაგ პერიოდს. ერთი კაი ფორვარდი და მცველები როგორმე მოვიყვანოთ და ეგ რთული პერიოდიც გადავა