“ბარსელონას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, კატალონიიდან წასვლის შემდეგ, საჯაროდ პირველად საუბრობს.
ნიდერლანდურ Algemeen Dagblad-თან ჩაწერილ ინტერვიუში, კუმანი განსაკუთრებით კრიტიკული ჟოან ლაპორტას მიმართ იყო.
კლუბისგან იმდენი დრო ვერ მივიღე, რამდენიმ ჩავიმ მიიღო. ეს ჩემთვის მტკივნეულია. ძალიან ბევრ ტრავმირებულთან ერთად მიწევდა მუშაობა. ახლა, პედრი ფორმაში დაბრუნდა, დემბელეც… ყველაფერი ნათელია.
ბორდისგან ყველა მწვრთნელს სჭირდება დრო და მოთმინება. ახალი ფეხბურთელების ყოლას მეც სიამოვნებით ვისურვებდი. მაგრამ ახლა კლუბში სიტუაცია უკეთესობისკენ მიდის, ფეხბურთელებმაც მოუმატეს, ეს მე მახარებს.
ფრენკი დე იონგისგან ძველებური ფეხბურთის ყურება სასიამოვნოა, იგი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია.
კლუბის ხელმძღვანელობის მოთხოვნის გამო, ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას დავთანხმდი, თუმცა, როდესაც ხედავ, თუ როგორ იფორმებენ ლიონელ მესის წასვლისთანავე ახალ ფეხბურთელს 55 მილიონ ევროდ, ფიქრობ, ნუთუ, იქ სხვა რამ ხდებოდა. რატომ გახდა მესი იძულებული, წასულიყო?
მე ლაპორტას მწვრთნელი არ ვიყავი. ამას პირველივე მომენტიდან ვგრძნობდი, ჩვენ შორის კავშირი არ იყო. კლუბისგან აუცილებელ მხარდაჭერას ვერ ვიღებდი. ჩემთვის, ფული მნიშვნელოვანი არასდროს არ ყოფილა. მწვრთნელის რანგში, “ბარსელონაში” წარმატების მიღწევა ძალიან მინდოდა, ამისთვის გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო, მაგრამ მივხვდი, რომ ლაპორტას ჩემი მოშორება უნდოდა, რადგან მე მისი დანიშნული არ ვიყავი.
ლაპორტასგან ათასჯერ მაქვს მოსმენილი, რომ ჩავი მისი მწვრთნელი არ იქნებოდა, რადგან მას გამოცდილება აკლდა, თუმცა მას სჭირდებოდა ვინმე, ვისაც ამოეფარებოდა.
ნიდერლანდელი, რომელიც მალე 59 წლის გახდება, სამწვრთნელო კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.
რობ იანსენთან (აგენტი) შევთანხმდი, რომ ზაფხულისთვის ახალ, საინტერესო და კარგ შესაძლებლობებს განვიხილავთ.
კუმანი დაკავებული თანამდებობიდან ოქტომბერში გაათავისუფლეს. “ბლაუგრნაში” მოღვაწეობის პერიოდში, მან ესპანეთის თასის მოგება შეძლო.
მესის გაშვება ლაპორტას კისერზეა… ამას წინდაუხედავი იდიოტები აკეთებენ…დღესაც ვერ ურტყამენ ჯარიმებს სხვას რომ თავი გავანებოთ… ვინ აკეთებს პასებს მესიზე უკეთ?
Don_Andresito,
იმაზე არ გიფიქრია,რომ მესის თვითონ უნდოდა წასვლა ამ დაქცეული გუნდიდან?
ერთი რაშიც დარწმუნებული ვარ ისაა რო მესის დარჩენა უნდოდა. ვაფშე არ უნდოდა ახალი გარემო 34 წლის ასაკში. რამდენი ხანი ელოდა შემოთავაზებას, ხელფასი გაინახევრა. მეტი რა ექნა. ადრე თუ გვიან უნდა წასულიყო კი და ჯობდა თამაში მის გარეშე გვესწავლა მარა ტყულით და არაკაცული ზახოდით მოიშორა ლაპორტამ. მთელი პიარი მესის შენარჩუნებაზე ააგო(როგორც ადრე ბექემის ყიდვაზე) და მთავარი დაპირება ისევ ვერ შეასრულა. პროსტა ძალიან იღბალა ტიპია. რაღაცას ვერ აკეთებს, მერე სხვა რამის გაკეთება უწევს და უმართლებს.
მესის წასვლა უნდოდა და წავიდა კიდეც, ტყუილად აბრალებთ ლაპორტას, მე დიმარიას ინტერვიუ წავიკითხე, იბიცაზე რო ვიყავით მესიმ მითხრა თქვენთან გადმოვდივარო, მერე ჩავიდა ბარსელონაში და ცოტა ხანში გადავიდა კიდეც პესეჟეში, უბრალოდ წარმოაჩინეს ისე, რომ სახელფასოს გამო არ გამოვიდაო, მესი რო ცუდად არ გამოსულიყო
რეალურად ბევრი კაი საქმე გააკეთა ამ კაცმა მწვრთნელის რანგში.
პედრი ამის პროექტია,მორიბაც(გაიყიდა მშვენიერ ფასად),გავი,მინგესა(ეხა დიდი რეგრესი აქ მარა გაიყირბა ერთ10-15 მიიონად ,არაუხო ამის ხელში განვითარდა,უმაქნისი 30 ლიმონონიანი(ხელფასი) გრიზმანი გაუშვა პლიუს 50 ავიღებთ და მოიყვანა ჯოკერი დეიონგი და მოკლედ რაღაც პლიუსები ქონდა ,თუნდაც ლეოს ოქროს ბურთი ამის ხელში ,კოპადელრეი
დალშე ყველაფერ მინუსი სამწუხაროდ😂
იმაზე არ გიფიქრია,რომ მესის თვითონ უნდოდა წასვლა ამ დაქცეული გუნდიდან?
ერთი რაშიც დარწმუნებული ვარ ისაა რო მესის დარჩენა უნდოდა. ვაფშე არ უნდოდა ახალი გარემო 34 წლის ასაკში. რამდენი ხანი ელოდა შემოთავაზებას, ხელფასი გაინახევრა. მეტი რა ექნა. ადრე თუ გვიან უნდა წასულიყო კი და ჯობდა თამაში მის გარეშე გვესწავლა მარა ტყულით და არაკაცული ზახოდით მოიშორა ლაპორტამ. მთელი პიარი მესის შენარჩუნებაზე ააგო(როგორც ადრე ბექემის ყიდვაზე) და მთავარი დაპირება ისევ ვერ შეასრულა. პროსტა ძალიან იღბალა ტიპია. რაღაცას ვერ აკეთებს, მერე სხვა რამის გაკეთება უწევს და უმართლებს.
კაი ვთქვათ მესი ამის დაუკითხავად ააცალეს. სუარესი რო გააგდო და რაკიტიჩი ვიდალი მიაყოლა მაშინ ხო ჯერ ბართო იყო. პლიუს პიანიჩი პუჩი რო გაასაზიზღრა სკამზე ჯდომით და ამის ფონზე პედრის სული ამოხადა. კაცი რო პიანიჩს ვერ გამოიყენებს და ამის ფონზე სხვას გადაწვავს რაზეა ლაპარაკი. ტრანსფერები კიდე თითონ არ მოათრია დეპაი და დე იონგი და ხავიმ უფრო აათამაშა ეგ დე იონგიც თითონ ვერც გამოიყენა
ჩავიმ ამ მოკლე დროში უფრო მეტი გააკეთა ვიდრე შენ მესისთან ერთად ერთი სეზონი
მაგრამ დე იონგი რომ მოიყვანა გრიზმანის მაგივრად მაგის გამო მადლობა უნდა ვუთხრათ დდ
იმაზე არ გიფიქრია,რომ მესის თვითონ უნდოდა წასვლა ამ დაქცეული გუნდიდან?
მხოლოდ ,,ეჰ კუმან"ის თქმა შეიძლება ამაზე
მე გამიკვირდა,ის რომ არ თქვა, ლუკ დე იონგი ჩემი მოყვანილია და ტაში დამიკარითო🤣🤣
ჯერ ერთი ჩავიზე მეტი დრო გქონდა!
"ახლა, პედრი ფორმაში დაბრუნდა, დემბელეც…" – ფორმაში დაბრუნდა კი არა ფორმაში დააბრუნა ჩავიმ! და არამარტო ცალკეული ფეხბურთელები მთელი გუნდი!
გაფასებ როგორც ლეგენდას!
ელკლასიკოსთვის გადაიწევს, მანამდე არა. წელს ისე ადრე წევენ საათს ზოგადად 1 აპრილს წევენხოლმე
ვაახ, ეს კაცი ნამდვილი რეგვენია…
უბრალოდ ნიჭი აქვს ხალხი თავის ვითომ მაღალ კლასში დაარწმუნოს,
12 წეელია მწვრთნელია და 2 ტიტულიც არ აქვს მოგებული ამ დოყლაპიას და პლიუს ბევრი გუნდიდან გამოაგდეს
ეს კაცი ბარსას ლეგენდაა და პატივი ეცით! რაც შეეხება დროს საკმარისზე მეტი ქონდა რომ რაღაც დაემტკიცებინა, ერთ რამეში მართალია, ლაპორტა არის მატყუარა არაკაცი, მესი გამოიყენა პირადი მიზნებისთვის და მერე მოიშორა, კლუბისთვის მაინც უკეთესი იყო რაც მალე ისწავლიდა მესის გარეშე თამაშს მით უფრო მალე წამოდგებოდა ფეხზე თუმცა არცერთ ვარიანტში არ შეიძლებოდა ლეოს ასე გაგდება მსოფლიოს ნომერ პირველი ლეგენდის,მითუმეტეს მისი სახელის გამოყენების უფლებაც არ ქონდა თუ ასე უნდა მოქცეოდა, 55 მლ რაც შეეხება ჯობდა ეგ თანხა ლეოსთვის მოეხმარა, ორ სეზონში მესი იმაზე მეტს მოგვცემდა ვიდრე ტორესი მთელი კარირის განმავლობაში
დროზე გამახსენდა, ბიჭებო თუ იცით საათმა გადაიწია? ევროპაში ანუ
გასაგებია ყველაფერი და თქვენი უკმაყოფილება მაგრამმმმ…. ხალხოოოოო!!!!!! გახსოვდეთ ეს კაციიი არის ჩვენი ლეგენდააა!!!!! პატივისცემა გამოიჩინეთ ძალიან გთხოვთ და პატარა ბავშვებივით ნუ ლანძღავთ
რა დრო შე უტვინო,რა დრო.
მე როგორც გულშემატკივარს მერჩივნა ეთქვა, მაგრები ხართ მიხარია თქვენი ყურება.
ოქეი ჩემო ძმაო ახლა ვნახოთ.
პედრი ფორმაში მაშინაც იყო, გახსოვთ ნაკრებში მისი თამაშები?
დემბელეს ტრამვა? – რა თქმა უნდა მაგრამ ახლა როცა მის თამაშებს ვუყურებ ვფიქრობ, რომ ხავი ადგა პატარა ბავშვს რო წერა კითხვას ასწავლიან ისე ასწავლა პასის გაკეთება, სწორი გადაწყვეტილების მიღება. ხო ყოფილა ჯანმრთელი მარა რა? რას გავდა მისი თამაში.
მესი ყავდა ამ ჩემისას რა პედრის ფორმაში ჩადგომას აბრალებს ახლა გუნდის ფორმას.
მესის წასვლა კი იყო ბუნდოვანი მაგრამ ამას არ ეხება ეგ და ნუ გვებლატავება გეგონება გენიოსი იყო
ბიჯო მესი ჰყავდა გუნდში და წინა სეზონში მესამეზე გაიყვანა გუნდი, ამ სეზონში კი ისე ჩაისვარა რომ უსაზიზღრეს ფეხბურთთან ერთად მე9 ადგილზე ვიყავით, მოვიდა ჩავი და უკვე ულამაზეს ფეხბურთთან ერთად ოთხეულში ვართ მაგრამ იმ ჩასვრილის მოწმენდას ამ სეზონში ვერ მოვახერხებთ, მომდევნო სეზონიდან უკვე სუფთა ფურცლიდან დაიწყებს ჩავი და მერე ლა ლიგაში რეალს მოუწევს სდევა,
შეიძლება მართალიც იყოს ზოგადი რამ მაგრამ 59 წლის კაცი როგორ გაბოზდა სირცხვილია
გაქრი აქედან შე იდიოტო