Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მომავალი სეზონიდან “ბარსელონას” მწვრთნელების აკადემიის (მწვრთნელების “ლა მასია”) გახსნას აპირებს – ახლა კლუბი საუკეთესო შედეგების სწრაფად მისაღებად მუშაობს.
“ბლაუგრანაში” მწვრთნელის მნიშვნელობა კარგად იციან და სჯერათ, რომ მათ მუდმივი მხარდაჭერა და ვარჯიში სჭირდებათ. ამიტომაც, ტექნიკურ-ტაქტიკურ, ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სამედიცინო, ლიდერულ და საკომუნიკაციო სფეროში დასაქმებული დამწყები მწვრთნელები ექსპერტებისგან ისწავლიან.
პროექტი დაფუძნებულია იმაზე, რომ თითოეული მწვრთნელი იქნება 2 ჯგუფის ლიდერი: მოთამაშეებისა და სამწვრთნელო შტაბის. “ბარსას” სურს, ისინი ყველაფრით მოამარაგონ, რაც ორმაგი ლიდერობის, ცოდნისა და საუკეთესო შედეგებისთვის იქნება საჭირო.
მწვრთნელების ვარჯიშის ინოვაციური მეთოდი მიზნად მათგან მაქსიმალური პოტენციალის გამოვლენას ისახავს, რითაც ისინი პირველ გუნდში მაქსიმალურად წარმატებულ მუშაობას შეძლებენ.
ამასთან, რადგან ყველას უმაღლეს დონეზე ასვლა არ შეუძლია, მათ საკუთარი უნარები იმავე გზით უნდა განავითარონ იმ კატეგორიაში, რომელშიც მუშაობას მოახერხებენ – მაგალითად: სარეზერვო გუნდში, ახალგაზრდული სისტემაში, კადეტში ან ნებისმიერ სხვა ასაკობრივ გუნდში.
წყაროს ცნობით, პროექტს, – კლუბის პროფესიონალური სპორტის დირექტორი, – ჩავიერ ბუდო ხელმძღვანელობს. ასევე, მასში სხვადასხვა სფეროდან 40-მდე პროფესიონალი მონაწილეობს, რომლებიც კლუბის სპორტული პროექტის მოტივაციაზე ორიენტირებულ, მულტიდისციპლინურ გუნდს ქმნიან.
პროექტი სტარტს მომავალი სეზონიდან აიღებს და, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლოს განხორციელდეს. მანამდე კი კვლევა გაგრძელდება იმის დასადგენად, თუ როგორ უნდა იმუშაოს აკადემიამ მაქსიმალურად ეფექტური და სწრაფი შედეგების მისაღწევად.




უცხოეთიდან არ მოიყვანენ "მოსწავლეებს"? როგორც მახსოვს ზიდანიც კი დადიოდა პეპთან ჯერ კიდევ ბაიერნში მუშაობის დროს პრაქტიკების მისაღებად.
ვაა ამაან თუ გაამართლა ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, სარეზევრო გუნდისთვისაც კარგი მწვრთნელები გამოჩნდებიან
რავი იმედია გაამართლებს 😬
ვააა ძაან მაგარია 👏🏻
ძააან მაგარიაააააააა! ეს იმას ნიშნავს, რომ ბარსას ფილოსოფია, ფსიქოლოგია და ტაქტიკური ულამაზესი თამაში-უკვდავი, ძლიერი კლუბის ციხე-სიმაგრე იქნება!