workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დე ლიხტს ბარსელონაში თამაში სურს

დე ლიხტს ბარსელონაში თამაში სურს

Calciomercato-ს ინფორმაციით, მატიას დე ლიხტი აღიარებს, რომ “ბარსელონაში” თამაში სურს. მიუხედავად ამისა, პრობლემად “იუვენტუსიდან” წამოსვლა რჩება, რაც მარტივი არ იქნება.

ცოტა ხნის წინ მისმა აგენტმა, მინო რაიოლამ განაცხადა, რომ ფეხბურთელი ზაფხულში “იუვენტუსის” დასატოვებლად მზად იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ამ სიტყვების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.

ფაბრიციო რომანო დე ლიხტის სიტყვებს ციტირებს: “რაიოლას განცხადების შემდეგ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ახლა ფოკუსირებული მიმდინარე სეზონზე ვარ”.

Sport-ის ცნობით, მატიასის სიტუაციას “ბარსელონა” ფრთხილად აკვირდება. მიუხედავად იმისა, რომ “ბებერი ქალბატონი” დე ლიხტის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს, შესაძლოა, საქმე სარფიანმა შემოთავაზებამ შეცვალოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 02 მარ 2022, 00:11
    #9

    არ მსურს არანაირად

  • shu1987
    schedule 01 მარ 2022, 20:05
    #8

    სურს ერთია და რამდენადაა ამის ადგილი ბარსაში ეგ მეორე, ფაქტია ძაან არასტაბილურია და ბევრ შეცდომებს უშვებს მსგავსი დონის ლენგლეც კია გუნდში, არ დამიწყი ლენგლეს როგორ ადარებო მე პირადად აიაქსის მერე ამის წესიერი თამაში არ მინახავს..

  • Fc Barca Batumi
    schedule 01 მარ 2022, 19:31
    #7

    ბარსა აღმავლობის პალასაზეა და შესაბამისად ბევრს კიდევ მოუნდებათ
    სად იყო მაშინ, როცა გვჭირდებოდა? გამზადებული ასწორეეეეეებს?

  • EL MAESTRO 6
    schedule 01 მარ 2022, 18:06
    #6

    მე არ მინდა ეს დიდად, ჯერ ფიდ ფულს მოხევენ და მერე დიდ ხელფასს, რაიოლას დაკმაყოფილება და დედმამიშვილებისთვის ფულის ხდაც არ დაგვავიწყდეს, თან მოხევს ასტრონომიულ ხელფასს და საბოლოოდ იმის ნახევარიც არაა რაც გაპიარებულია

  • La Pulga10
    schedule 01 მარ 2022, 17:22
    #5

    გაპიარებუუულ

  • Don_Andresito
    schedule 01 მარ 2022, 16:27
    #4

    თუ კრისტიანსენი მოვა ეს აღარ გვინდა

  • vitorborbafereira
    schedule 01 მარ 2022, 16:22
    #3

    პირველ რიგში როცა გვიჭირდა მაშინ არ მოენძძრრა და ეხლა მაგას კი არა რაც დრო გავა ბევრს მოუნდება გადმოსვლა,

    მაგალითად ჩელსიდან როგორც ჩანს იშლება ეგ გუნდი და თავისუფალი აგენტი გახდება ბევრი…

    მეორე როგში კი საერთოდ არაფერ შუაშია ეს ზანტი მცველი ბარსასთან და ბარსას სტილთან.

    არასდროს მინდოდა ამის მოსვლა

    ამას ჯობია კუნდეში გადაიხადონ ფული არაუხოსთან ერთად მაგ ორს ვერავინ გასცდება,

    გარდა იმისა რომ კუნდე თამაშით ჯობია დე ლიხტს კიდევ ბევრი პლიუსი აქვს მინიმუმ ის რომ ლა ლიგა იცის

  • nika 54
    schedule 01 მარ 2022, 16:10
    #2

    იმიტომ რო ბარსაში ფრენკთან ერთად არ მოვიდა, მხოლოდ ხელფასის ან რაიოლას ხელფასის გამო და იმიტომ რო დღესაც ამას 12-15 მილიონი ენდომება და კიდევ პლიუს იუვე მოითხოვს 80 მილიონს და რა თქმა უნდა რაიოლა მინიმუმ 20 მილიონს.
    ამიტომ ეგდოს სადაც არის. არ მყავდეს ეგეც ვან დეიკი. ლამის მაგის დონე ფებურთელებს მუქთად ვიმატებთ და რაღა მაგაში ვყაროთ მილიონები. თუ რა თქმა უნდა ბართომეუს ეპოქაში არ გვინდა დაბრუნება.

  • MSN G.O.A.T
    schedule 01 მარ 2022, 16:03
    #1

    ვისურვებდი მარა ამაში თუნდაც 30 მილიონის გადახდაც ზედმეტია,თან მითუმეტეს კრისტენსენი და აზპილიკუეტა თუ მოდის