მოსალოდნელი ცვლილებები შემადგენლობაში – ბუსკეტსი სათადარიგოზე, ობამეიანგი ძირითადში

მოსალოდნელი ცვლილებები შემადგენლობაში – ბუსკეტსი სათადარიგოზე, ობამეიანგი ძირითადში

Sport “ნაპოლისთან” მატჩისთვის “ბარსელონას” სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებას ვარაუდობს.

კატალონიური წყაროს ვარაუდით, ბუსკეტსმა დღეს, შესაძლოა, დაისვენოს და ძირითადში მისი ადგილი ფრენკი დე იონგმა ან ნიკომ დაიკავოს. ნახევარდაცვაში პედრისა და გავის თამაში თითქმის გადაწყვეტილია.

ივარაუდება, რომ სასტარტოში პირველად ითამაშებს ობამეიანგი. მასთან ერთად “ნაპოლის” ტორესი და ტრაორე შეუტევენ.

რაც შეეხება დაცვას, აქ საქმე სერიოზულ საკადრო პრობლემებთან გვაქვს. “ბლაუგრანას” არაუხო, ლანგლე, უმტიტი, ალვესი და რობერტო აკლია. უკანახაზს, დიდი ალბათობით, დესტი, პიკე, გარსია და ალბა დააკომპლექტებენ.

“ბარსასა” და “ნაპოლის” დაპირისპირება 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (11)

  • shu1987
    17 თებ 2022, 20:19

    ნაპოლი რათქმაუნდა სისწრაფეებზე გააკეთებს აქცენტს და ჩავი ხვდება ბუსკეცი დაიჩაგრება სისწრაფეში, ნუ ფრენკიც ეგრევე რას იზამს საკითხავია, გარსიამ თუ არ წაიქინძავა კი მოვიგებთ…

  • M10 S9 D11
    17 თებ 2022, 16:52

    ძაან კარგს იზავს ხავი თუ ბუსკეცს დასვავს სკამზე და აღირსებს ფრენკის საყრდენზე თამაშსს

  • nika 54
    17 თებ 2022, 16:13

    ციტატა: azulgerana
    barca-2 ვარღვევთ შუაზე


    მეც ეგრე მგონია.

  • Bakero
    17 თებ 2022, 15:49

    ბუსკეტსის სკამზე დასმას მივესალმები დროა კაი ხანია ! მაგრამ ოღონდ გარსია არ ათამაშოს და ყველაფერზე თანახმა ფრენკი დააყენოს თუ უნდა ცენტრალურ მცველად გარსიასნაირ კრეტინობას მაინც არ გააკეთებს ! (როჟას ბურთი თავზე ისე გადააფრინდა ვერ გაიგო ! ბარსაში კი არა წყალტუპოს სამგურალში არ ვათამაშებდი rage მაგ სლეს )

  • EL MAESTRO 6
    17 თებ 2022, 15:37

    ციტატა: NEYBarca
    ალელუია

    ციტატა: CHEPE
    343 მგონია მე რომ ითამაშებს
    გარსია პიკე ალბა
    ნიკო დეიონგი გავი პედრი
    ტრაორე ობამა ტორესი
    ჰო თუ იმ ლოგიკას მივყვებით რომ ტორესი ობამა ტრაორე შეუტევსო და ბუსკეცი არიქნებაო და ნიკო და დეიონგი იქნებაო რომელიც გავის და პედრის შეუწყვილდებიანო ცენტრში გამოდის რომ უკან 3 კაცი რჩება:დ:დ


    მაგ დაცვით 2 გოლზე მეტი რო არ გავუშვათ სასწაულად ჩაითვლება.


    მერედა სხვა გზა არაა, ცუდუდან უარესი შეუძლება იყოს, დაცვაში დესტს მინგეზა ბევრად ჯობია და ეს გარსია არ ვიცი რა არსებაა, ლენგკე მაინც გვყავდეს

  • azulgerana
    17 თებ 2022, 15:06

    barca-2 ვარღვევთ შუაზე

  • NEYBarca
    17 თებ 2022, 14:37

    ალელუია

    ციტატა: CHEPE
    343 მგონია მე რომ ითამაშებს
    გარსია პიკე ალბა
    ნიკო დეიონგი გავი პედრი
    ტრაორე ობამა ტორესი
    ჰო თუ იმ ლოგიკას მივყვებით რომ ტორესი ობამა ტრაორე შეუტევსო და ბუსკეცი არიქნებაო და ნიკო და დეიონგი იქნებაო რომელიც გავის და პედრის შეუწყვილდებიანო ცენტრში გამოდის რომ უკან 3 კაცი რჩება:დ:დ


    მაგ დაცვით 2 გოლზე მეტი რო არ გავუშვათ სასწაულად ჩაითვლება.

  • Fc Barca Batumi
    17 თებ 2022, 14:36

    შემტევებში ძირითადში ტორესის მაგივრად ლუკი ამ ეტაპისთვის ჯობია, რატომ?
    დიდი შანსია-ლუკის თავით გოლების, რომელიც ჩაწოდებებით არ მოაკლებს არც ობა და არც ადამა.

  • EL MAESTRO 6
    17 თებ 2022, 13:58

    აი ეს ბუსკეცი ძაან გადაღლილია აშკარად, მთელი სეზონია 90 წუთი თამაშობს თან შეუსვენებლად, ესეც ადამიანია და მთელი გუნდის საყრდენი ზონა როცა გაბარია და თან ამ ასაკში , რთულია რომ არ დაიღალო, იმედია ფრენკი არ ჩაისვრის

  • La Pulga10
    17 თებ 2022, 13:30

    აი ნეტა ფრენკი საყრდენზე დააყენოს დღეს,ვნახოთ რა შეუძლია.მანდაც თუ არაფერი გამოუვიდა და რავი,რით უნდა გაამართლო.დიდი ხანია მაგ პოზიციაზე არ უთამაშია და მაგის ბრალიაო ან რამე.

  • frenkie dejong21
    17 თებ 2022, 13:29

    გჯერათ რო ბუსის სკამზე დასვამენ ?🤷🏻‍♂️