15 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი, ენდრიკი ხუთშაბათს “კამპ ნოუზე”, “ბარსელონასა” და “ნაპოლის” შეხვედრას დაესწრება, იტყობინება Sport-ი.
კატალონიური გამოცემა წერს, რომ ენდრიკი, რომელიც “ბლაუგრანას” ინტერესთა სფეროშია, შვებულებას, ოჯახთან ერთად, ევროპაში ატარებს. ამჟამად იგი პარიზში იმყოფება და “პარი სენ-ჟერმენსა” და “რეალს” შორის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩს დაესწრება. შემდეგ კი, იგი ბარსელონაში გაემგზავრება.
ახალგაზრდა შემტევი, რომელიც “პალმეირასის” 20-წლამდელთა გუნდის წევრია, ევროპის არაერთი გრანდის სამიზნეა, მათ შორის “ბარსელონასიც”. რამდენიმე დღის წინ, Sport-მა მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
იანგარიშეთ მას 169 მატჩში 165 გოლი აქვს გატანილი.
წარმატება ვუსურვოთ მას!
და თუ გინდა ბეილს დაემსგავსო, მაშინაც რეალში წადი.
ამან უკვე უყურა და ჩაიწერა ბლოკნოტში, რომ რეალი კარში ვერ არტყავს 🙂
ჰო მაგისთვის ეხლა ეგ ამბავი უცხო პლანეტაზე მოხვედრასავითაა 15 წლის არის
ძაან მაგარი ბიჭია, ეს აუცილებლად უნდა იყიდონ..
გაგიჟდება ეს თუ ამ თამაშს ესწრება. რა ოვაციებია ესეთი რამე არ ექნება ალბათ ნანახი
ამასაც უეჭველი სკოლაში დამრიგებელმა დაურიგა ბავშვებს საფეხბურთო მატჩებზე დასასწრები აბონიმენტი
კაი ეს ვიხუმრე, მარაააა წარმოიდგინეთ ეს ერთ-ერთი ბარსას მომავალია
იანგარიშეთ მას 169 მატჩში 165 გოლი აქვს გატანილი.
წარმატება ვუსურვოთ მას!
გინდა დაემსგავსო რობინიოს? წადი რეალში.
ბარსელონაში დანი ბიძია დაგხვდება და კარგად გაგარკვევს თუ რომელ კლუბში უნდა ითამაშო