workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტრაორეს ბარსაში დარჩენა უფრო სავარაუდოა, ვიდრე ტრინკაუსი – ვულვზში

ტრაორეს ბარსაში დარჩენა უფრო სავარაუდოა, ვიდრე ტრინკაუსი – ვულვზში

გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონამ” ფრანსიშკუ ტრინკაუ “ვულვერჰემპტონში” გაანათხოვრა, ზამთარში კი ამავე გუნდიდან ადამა ტრაორე იჯარით აიყვანა.

The Athletic-ის ინფორმაციით, სეზონის დასრულების შემდეგ ტრაორეს “ბარსაში” დარჩენა ბევრად უფრო სავარაუდოა, ვიდრე ტრინკაუსი – “ვულვზში”. კატალონიური გრანდი ადამათი კმაყოფილია, რასაც “მგლების” რიგებში ფრანსიშკუს გარშემო არსებულ მდგომარეობაზე ვერ ვიტყვით.

ინგლისურ კლუბს პორტუგალიელის გამოსყიდვის უფლება აქვს, ისევე, როგორც “ბლაუგრანას” – ტრაორეს შეძენის. გავრცელებული ცნობებით, მხარეებმა, შესაძლოა, მათი გაცვლის ვარიანტიც განიხილონ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • azulgerana
    schedule 17 თებ 2022, 21:40

    ვულვზში არ იტოვებენ

  • nika 54
    schedule 12 თებ 2022, 12:30

    გაცვლა უფრო აწყობს ბარსას თავისი ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე. მითუმეტეს არც ტრაორე არაა საპენსიო ასაკის.

  • me da barca
    schedule 12 თებ 2022, 01:57

    ციტატა: Futbol Club Barcelona
    Წინ ჰოლანდი გვინდა და მეტი არავინ. Ობა, ადამა, დეპაი, ჰოლანდი, ფერანი, ფატი სრულებით საკმარისია, ლა ლიგაში ასეთი ძლიერი შეტევა არავის ყავს. Ბრეითუეიტი და ლუკ დე იონგი უნდა გავყიდოთ როგორმე 15 მილიონად მაინც ჯამში, დემბელე დავკლათ და კალბასნიაში ჩავაბაროთ.
    Ნახევარდაცვას ხელის ხლება არ სჭირდება, პუჩს თუ აახვებინებენ, თუარადა იყოს სკამზე რას გვიშლის. Არც კესი გვინდა, თუ მოვა 3 მილიონზე ხელფასად კი, თუ არადა <<ცენზურის დარღვევა>> .
    Მცველები ფასიანს ღუ გავქაჩავთ ბასტონია იდეალური ვარიანტი ან პაუ ტორესი. Უფასოებიდან იასნად კრისტენსენი, მაზრაუი და ასპიც იყოს ჰა 2 წლით რაუჭირს.
    Მეკარე გვინდა ხო კიდევ თორემ წინ 11 მესიცრო გვყავდეს რააზრიაქ კარი თუ ცარიელია, ტერ შტეგენი ისეთი დოდოლაა რასაც გვირტყამენ ყველა გაგვდის. Რავი მეკარე ვინ ვთქვა ალისონს არაუშავს მაგრამ ეგ ზღაპარია შანსი არაა, აცალგაზრდა უნდა ანხონ ვინმე პერსპექტიული. Ისე მეკარე როგორც ასეთი უკვე წლებია მსოფლიოს # 1 ობლაკია მარა ჩვენ არ გვარგია ეგეთი კიპერი.


    ლუკ დე იონგი როგორ უნდა გაყიდო საინტერესოა, როცა იჯარითაა მოსული და სევილიას ეკუთვნის?!

  • EL MAESTRO 6
    schedule 11 თებ 2022, 23:31

    Futbol Club Barcelona,
    შეტევაზე ნამდვილად გეთანხნები, ნახევარ დაცვაში კადრებია საჭირო თორემ მარტო ბავშვებით არ გამოვა,გადაიწვებიან, დაცვაში მაგ ხალხთან ერთად მარცხენა მცველია საჭირო თორე არამგონია ალბამ კიდევ გაქაჩოს, ან გაია და ან გრიმალდოა დასათრევი, მარჯვნივაც , შტეგენს რაც შეეხება ვერ დაგეთანხმები რადგან ყველა ვინც ტოპ კლასის მეკარეა დანაჭილებული ჰყავთ გრანდებს და ახლა ვიღაც იდიოტის მოყვანას ჯობია ისევ შტეგენი იდგეს, თან მეკარეა და ყველა მეკარეს აქვს ხოლმე ცუდი პერიოდი, აგერ დე ხეა რა სლე იყო ბოლო პერიოდში მაგრამ ახლა ტიპი დაფრინავს და გუნდის ლიდერია ფაქტიურად, შტეგენსაც თავისუფლად შეუძლია ძველი ფორმის აღდგენა, ასე უბრალოდ მაგისი გაშვება შეცდომა იქნება

  • shu1987
    schedule 11 თებ 2022, 22:12

    როგორც კი გადმოვიდა ეგრევე დავწერე ადამას აუცილებლად გამოისყიდიანთქო და მასეც მოხდება, ტრინკაუც არაა ცუდი ბიღი მაგრამ ბარსას მაგის საჭიროება ნაკლებად აქვს….