კატალონიის “ბარსელონას” ახალწვეულმა სესკ ფაბრეგასმა, კიდევ ერთხელ შადარა მისი ახლანდელი და ძველი კლუბი.
“მე ჯერ კიდევ მჭირდება ადაპტაცია, მე მესი არ ვარ, არც მისი მსგავსი. აქ “ბარსელონაში” ყველაფერი დისციპლინირებულია, “არსენალში” კი ყველგან თამაში შემეძლო. დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში გავივლი ადაპტაციას გუნდში და მივეჩვევი პოზიციას, რომელიც მარგუნეს.”
შეგახსენებთ, რომ ხვალ “ბარსელონა” გამართავს მატჩს “პორტოს” წინააღმდეგ, უეფას სუპერ თასის გათამაშებაში.
