კატალონიის “ბარსელონა” პირველი გუნდია ფეხბურთის ისტორიაში, რომელიც მერვეჯერ იბრძოლებს “უეფას” სუპერ–თასისთვის. 26 აგვისტოს კატალონიური გრანდი მონაკოში წარსდგება “პორტუს” წინააღმდეგ. ეს არის მატჩი, რომელშიც წლების წინ დებიუტი ჰქონდა ლიონელ ანდრეს მესის “ბარსელონას” მაისურით.
“ბარსელონამ” ამ თასების მოპოვება შეძლო 1992, 1997 და 2009 წლებში, ხოლო 1979, 1982, 1989 და 2006 წლებში ფინალში დამარცხდა. ერთხელ “ბარსა” ამ თასს ორ მატჩიან დუელში დაეუფლა.
რაც შეეხება “პორტუს”, ევროპის ლიგის გამარჯვებული მეოთხედ ასპარეზობს “უეფას” სუპერ–თასის ფინალში.
