“ბარსელონას” პირველი გუნდი გამართავს სამ სავარჯიშო სერიას “უეფას” სუპერ თასამდე, რომელიც პარასკევს 26 აგვისტოს გაიმართება.
“ნაპოლისთან” გამართული მატჩის შემდეგ, დარჩენილი დღეები გუნდი მომზადებას დაუთმობს. გვარდიოლას შეგირდებას მოსამზადებლად 72 საათზე ნაკლები რჩებათ.
პირველი ვარჯიში ამ სამიდან გაიმართება “სიუდად ესპორტივაზე” ესპანეთის დროით 21:00 საათზე. მეორე ვარჯიში გაიმართება მონაკოში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, ბოლო ვარჯიში კი უკვე მონაკოში “ლუი მეორეს” სახელობის სტადიონზე შედგება.
