ოფიციალური ინფორმაციით, “ბარსელონას” 10-იანი, ანსუ ფატი ტრავმირებულია – მას დაზიანება მარცხენა ფეხზე, ბარძაყის ორთავა კუნთის მიდამოში აქვს.
ახლაგაზრდა ფეხბურთელმა ტრავმა ესპანეთის თასზე, “ბილბაოსთან” გამართულ მატჩში მიიღო, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია.
კატალონიური კლუბის Twitter-ის გვერდის ცნობით, მომდევნო დღეებში გადაწყვეტა, რა სახის მკურნალობა ჩაუტარდება 19 წლის შემტევს.
[INJURY NEWS]
Tests carried out on the first team player Ansu Fati on Friday confirmed that he has a proximal tendon injury in the hamstring of his left leg. In the coming days the treatment to be carried out will be decided. pic.twitter.com/cbJApTJ9Vo
— FC Barcelona (@FCBarcelona) January 21, 2022
ხავი მიგელის ინფორმაციით, “ბარსა” ანსუმანეს ოპერაციის გაკეთებას ურჩევს, თუმცა, საბოლოო სიტყვა თავად მას ეკუთვნის. ამავე წყაროს მტკიცებით, ფატის 3 თვე გაუცდება, კატალონიის რადიო კი იუწყება, რომ მოთამაშე 2 თვით იუქმებს.




Memphis Depay,
ეგრე დემბელეს გამოსვლაც ეტყობა გუნდს დარბის და იმიტო, მაგრამ როგორც ასეთი გუნდის ლიდერი გახდეს ან ბარსას დონის იყოს ვერ იქნება, არ არის მაგ დონის და ვერც მომავალში იქნება, გოლების გატანას რაც შეეხება, ბარსაში ბევრს უთამაშია და ბევრს გაუტანია მაგრამ ყველა მაგარი და ბარსას დონის არ იყო. ჰოლანდს და მბაპეს რაც შეეება მე პირადად ბარსაში მაგათ ვერ ვხედავ, გუნდის სტილიდან გამომდინარე, ჰოლანდი კიდე შეიძლება მოერგოს ბარსას მარა მბაპეს მე ვერ ვხედავ.
El pistolero 9,
მბაპე რა არის გადაუჯოკრავდა რონალდინოსაც და მესისაც 😀 😀
ჯობია გაიკეთოს ოპერაცია და იქნებ ხელფასი დაიკლონ ჰალანდის მოყვანაში დაგვეხმარება
სანამ ფასი აქ გაყიდონ ამისგან აღარაფერი არ გამოვა დემბელეზე უარესია უკვე და აზრი არ აქვს.
ალბათ არ იყო ბოლომდე მომჯობინებული, რაღაც ვერ ააწყო ახალმა ექიმმა საქმე, და თუ მაგის ბრალიც არ არის აღარ ყოფილა ამის საშველი. მალე დემბელეს გაასწრებს ტრამვიანობის სიხშირით.
ფიზიკური მომზადებაა საჭირო რატო არცერთ მწვრთნელს არ ესმის რაცუფრო ძლიერი გაქ სხეული და კუნთების თითოეული ჯგუფი ტრავმის ალბათობა ნაკლებია
ფატი კიარა წესიერი შემტევია მოსაყვანი, ეს მაქსიმუმ როტაციებში და ზამენებზე გამოდგეს, ყოველ ორ თამაში იტრავმება და თვეებს ტოვებს მერე, კი ცოდოა ძალიან ნიჭიერია მარა რადგინდა
ჯობია გამოტოვოს ეს სეზონი და მომავალ სეზონს ბევრად მომზადებული შეხვდეს. ემოციებზეც და მონდომებაზეც ეტყობა რომ უყვარს გუნდი და ცდილობს მთელი სული და გული ჩადოს. ჯერ მარტო ისიც ეყოფა 10ნომრიან მაისურს რომ ატარებს 19წლის ბიჭი ისედაც დიდი წნეხია პლიუს ტრავმები ფსიქოლოგიურადაც თუ არ ჩაქიმა მომავალ სეზონში უნდა მოიხოდოს. ნუ ყოველი შემთხვევისთვის მე ამის დიდი სურვილი მაქვს ☺️
სასწაული იყო აბა რაიყო, 17 წლის გამოჩნდა ბარსელონას ძირითადში და 5 თამაშში 3 გოლი + ასისტი მიითვალა მხოლოდ ლალიგაში :)) იმენა სპორტულმა უიღბლობამ რო დაწყევლა და გაანადგურა თორე მესის გზას ადგა ერთი-ერთში..
ფატის მესმის, მარა ეს გაუთავებელი პანდემიური ტრავმიანობა ფიზიკური მოუმზადებლიბის ბრალია და სხვა არაფერი. არც აკადემიაში აქვთ დიდი ყურადღება ამ კომპონენტზე აშკარად გამახვილებული. ჩავი რათქმაუნდა ყველა ფეხბურთელს ბოლომდე წურავს, ისენიც უკან არ იხევენ და სეზონის ბოლომატჩებში 11 კაცს ვერ მოუყრის თავს მოედანზე გასასვლელად მემგონი
ახალგაზრდების განვითარებისთვის იდეალური სეზონია მარა რათ გინდა, ერთი მეორის მიყოლებით ყველა იტრავმება… ერთი გავი გადაურჩა ცოტა და იმედია მაგასაც პედრისავით არ დაემართება. არადა რო დავუკვირდეთ ზე ნიჭიერი თაობა გვყავს, სხვებს თავი რო გავანებოთ პედრიმ ფატიმ და გავიმ თავიანთი პოტენციალი ბოლომდე რო გამოავლინონ და განვითარდნენ, ეს გუნდი მსოფლიოში საუკეთესო იქნება იმხელა გაქანება აქვს სამივეს.
ერთში გეთანხმები რომ ტრამვები ძალიან აწუხებს და დანარჩენს რაც შეეხება ბოდიშიდა ისეთი უაზრობაა რომ პასუხის გაცემაც არ მინდა, ტიპი გამოდის და შეტევას ალაგებს, ურტყავს და გოლს იტანს მაგრამ ქართველთა გუნს მაინცდამაინც ჰოლანდი ან მბაპე თუარაა ვერ მოიგებს😒
ზოგადად რო ნიჭიერი რად უნდა ბაზარი, მარა თუ ტრამვებმა გაახურა და ასე გაგრძელდა რა გამოვა? მარკო როისი და უამრავ იგროკს გაუფუჭა კარიერა ტრამვებმა.
რაებს იძახი უნიჭიერესია ფატი :დ ტრავმები რო არა მბაპესაც აჯობებდდა ეს, ასეთი ნიჭიერი არავინაა დღეს დღეობით მარა რათ გინდა :დ
იმედია გამოკეთდება და ეღირსება თამაში ტრავმის გარეშე. არადა როცა მოედანზეა სხვაობას ქმნის ეს ბიჭი
პირველად როცა გამოჩნდა ფატი, ისეთი აჟიოტაჟი შეიქმნა, თითქოს ვინმე სასწაული ყოფილიყოს, ეგრევე მონათლეს ტიპი მესის მემკვიდრედ და ა.შ. აქ ერთი მეკამათებოდა არ მახსოვს რა ქვია, დაინახავ თუ მაგარი ბიჭი არ დადგესო, რა უგავს ამას ფეხბურთელობის?! ჯერ არის და ვერ მოაცილეს საავადმყოფოს კარებს, მერე როცა თამაშობს (თუ თამაში ქვია) ცარიელი თვალებით იხედება, წარმოდგენა არ აქ სად დარბის რატო დარბის რა უნდა გააკეთოს, ტყუილად აფუჭებინებენ 10 ნომერს! არ დადგება ამისგან მაღალი დონის ფეხბურთელი!
არ ათამაშონ ამ წელიწადს ,საბოლოოდ მოურჩინონ,ეს ტრამვა და მოვალ წელს იქნება წესიერ ფორმაში,ასე ჯობია მგონი!