რამონ კუგატმა, ექიმმა, რომელმაც კარლეს პუიოლს ოპერაცია გაუკეთა, “კოპესთან” ინტერვიუში ფეხბურთელის გამოჯანმრთელების ეტაპზე და მის სავარაუდო დაბრუნების თარიღზე ისაუბრა.
ექიმის განცხადებით პუიოლის ტრავმის მოშუშების ეტაპი კარგად მიმდინარეობს და ის გუნდს სავარაუდოდ სამ კვირაში, ანუ სექტემბრის შუა რიცხვებში დაუბრუნდება. თავისი ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე “კაპიტანს” ძალუძს კიდევ 2–3 სეზონის განმავლობაში ითამაშოს ძირითად შემადგენლობაში.
კუგატმა ისაუბრა სესკ ფაბრეგასზეც, რომელიც სულ რამდენიმე დღეა, რაც “არსენალიდან” “ბარსელონაში” გადავიდა. ექიმის განცხადებით სესკს სერიოზული პრობლემები არ აქვს, თუმცა საუკეთესო ფორმის მისაღწევად მას მაინც მართებს გარკვეული სამუშაოს გაწევა.
