“ბარსელონას” ცენტრფორვარდი, ლუკ დე იონგი, ბილბაოს “ატლეტიკთან” კოპა დელ რეის შეხვედრას გამოტოვებს.
მიზეზი დისკვალიფიკაციაა, რომელიც ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ამ ტურნირზე წინა სეზონში მიიღო. “სევილიაში” მოთამაშე დე იონგი მაშინ სწორედ “ბარსელონასთან” გააძევეს – მატჩში, რომელიც რონალდ კუმანის გუნდმა დამატებით დროში მოიგო, ლუკი მეორე ტაიმში ჩაერთო და 103-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც ორი მატჩის გამოტოვებით დაისაჯა.
დე იონგი “ბარსას” გათამაშების წინა ეტაპზე “ლინარესთან” მატჩშიც ვერ დაეხმარა, “ბილბაოსთან” დაპირისპირების შემდეგ კი დისკვალიფიკაცია ამოიწურება და თუ “ბარსელონა” 1/4-ფინალში გადავა, შეგვეძლება, 31 წლის ცენტრფორვარდის იმედი გვქონდეს.
თუ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, წლის დასაწყისში ნაჩვენები უჩვეულოდ კარგი შედეგის (3 მატჩში 3 გოლი) დამსახურებით “ბარსა” დე იონგის გუნდიდან გაშვებაზე არ ფიქრობს და მას, სულ მცირე, სეზონის ბოლომდე შეინარჩუნებს.
“ბილბაო”-“ბარსა” ბასკეთში, “სან მამესზე”, თბილისის დროით 21 იანვარს, 00:30 საათზე დაიწყება.
რა ცუდია, გოლიადორი დაგვაკლდება
ეს ძაან მოიხოდა ბოლო დროს. რათქმაუნდა წარმატებებს ვუსურვებ
აბა წაგვიგია და ეგაა.
არაუშავს ბილბაო გადავაგოროთ როგორმე და მერე დაგვიბრუნდება ესეც და ბრაითაც
ფატი ან ტორესი დადგება ფორვარდად ალბათ