“ბარსელონა” ზაფხულში 26 წლის ესპანელი მარცხენა მცველის, ხოსე გაია, შეძენა გადაწყვიტა, იტყობინება Sport.
კატალონიურ კლუბში ფიქრობენ, რომ კონკურენციის არსებობს ჟორდი ალბას თამაშზე დადებითად იმოქმედებს და გუნდში გაიას ყოფნა აუცილებელია. ამიტომაც, ზაფხულში “ბარსა” ტრანსფერის განხორციელებას ეცდება. ესპანელ ფეხბურთელს მატეუ ალემანი კარგად იცნობს.
“ღამურების” კაპიტანს კონტრაქტი 2023 წელს ეწურება. მან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი თქვა, რადგან კარიერის “ვალენსიაში” გაგრძელება არ სურს.




კაია კაია მოიყვანეთ
მოკლედ იმდენმა გვარმა გაიჟღერა, მე მგონი ამათ ორი გუნდის გაკეთება უნდათ.
აუ ეს უეჭველი გვინდა,ძაან მომწონს.
ოჰო ეგ კარგი ამბავია, ალბათ ჩვენი კომენტარები წაიკითხეს😅😅
Maradona,
მინგესა ისე არ გევასება ორჯერ დაწერე ხო?😁😁
ძაან კაი❤️
დესტი დეპაი ლენგლე მინგესა გრიზმანი კოუტინიო დემბელე მინგესა ნეტუ ყველა არის გასაყიდი გაის ფულსაც იშოვიან და ჰალანდისაც, მაზრავი და ასპილიკუეტა უფასოდ კრისტენსენიც მგონი უფასოდ და გამოვა რაღაც.
ძალიან კარგი. მარჯვნივ მაზრაუი იყიდონ.