მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბისარეტა:” რეალის” წინააღმდეგ სარჩელის შეტანა ჩვენს ღირსების დაბლა დგას”

სუბისარეტა:” რეალის” წინააღმდეგ სარჩელის შეტანა ჩვენს ღირსების დაბლა დგას”

კატალონიური “ბარსელონას” სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა თვლის, რომ “რეალის” წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელის შეტანა, “ბარსელონას” ღირსებაზე დაბლა დგას.

 

“მთელი ჩემი გრძელი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მსგავსი არაფერი მინახავს. დისციპლინარული პრობლემები მადრიდელებმა კოლექტივის შიგნით უნდა გადაწყვიტონ. თუ ამის შემდეგაც არ იქნება ცვლილებები შეტანილი, არც ეს იქნება პრობლემა. ძაღლი ჰყეფს, ქარავანი კი მიდის.”

 

“მატჩის შემდეგ მე, ტიტო ვილანოვასა და პეპ გვარდიოლას დაგვირეკა სანდრო როსელმა და გვითხრა, რომ პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ ფეხბურთზე და არა ნაკლებადმნიშვნელოვან კონფლიქტებზე. ყველა დამეთანხმება, რომ “რეალის” ფეხბურთელები და მწვრთნელი კარგად არ მოიქცნენ, მაგრამ ჩვენ სასამართლოს არ მივმართავთ. ეს “ბარსელონას” ღირსებაზე დაბლა დგას.”

 

შეგახსენებთ,  პორტუგალიელის მდივანმა განაცხადა, რომ ჟოზე მაურინიო არ მოიხდის საქვეყნოდ ბოდიშს, რადგან იგი არაფერში დამნაშავე არაა და პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჟოზე საქციელს ნანობს, მტკნარი სიცრუეა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში