როდესაც მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა გაზეთებიდან შეიტყო, რომ თავისი გუნდის კაპიტანმა, იკერ კასილიასმა დაურეკა “ბარსელონას” ფეხბურთელებს – ჩავი ერნანდესსა და კარლეს პუიოლს, ინფორმაციამ იგი უსიამოვნოდ გააკვირვა, იტყობინება AS.
შეგახსენებთ, რომ კასილიასი ეროვნული ნაკრების თანაგუნდელებს სუპერთასის მატჩში მომხდარი ფაქტების გამო დაუკავშირდა.
პორტუგალიელი სეციალისტი მიიჩნევს, რომ კასილიასის ქმედება შესაძლებელია ინტერპრეტირებული იყოს ისე, თითქოს “სამეფო გუნდი” თავს დამნაშავედ მიიჩნევს იმ ფაქტების გამო, რაც “კამპ ნოუზე” მოხდა. მოურინიო თვლის, რომ კასილიასს არ მართებდა ამის გაკეთება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩავიმ და პიკემ პირადად ჟოზე დაადანაშაულეს ესპანური ფეხბურთის დისკრედიტაციაში.
