ბარსა დე იონგის მდგომარეობას ოპტიმისტურად უყურებს

ბარსა დე იონგის მდგომარეობას ოპტიმისტურად უყურებს

ცოტა ხნის წინ კატალონიის “ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ ფრენკი დე იონგს მარცხენა ქვედა კიდურზე, ქუსლის კუნთის არეში აქვს დაზიანება.

Sport-ის ცნობით, კლუბი 24 წლის ფეხბურთელის გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი. 

AS ნიდერლანდელის მდგომარეობას რთულად აფასებს, Sport კი შედარებით დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჯერ კიდევ ადრეა დანამდვილებით იმისი თქმა, რომ ფრენკი ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში, “რეალის” წინააღმდეგ მატჩისათვის მზად იქნება.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 150, 250 ან 350 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • me da barca
    07 იან 2022, 02:43

    თამაში არ დამთავრებულა ისე, რომ ვინმე არ მიემატოს ტრავმირებულებს, ლაზარეთიდან კი არავინ ბრუნდება ჯერ.

  • nika 54
    06 იან 2022, 21:06

    სადღაც წავიკითე, ფრენკი გვარდიოლას უნდა და ლაპორტში უცვლიანო. ის კი აათამაშებს ამაში ეჭვი არც მეპარება.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    06 იან 2022, 21:05

    იმედია სერიოზული არაფერია

  • Davita
    06 იან 2022, 20:16

    მთავარია გავი მოიხოდოს

  • El pistolero 9
    06 იან 2022, 20:03

    La Pulga10,
    ისევ პიკე-ლენგლეს დუეტი იქნება ალბათ.

  • La Pulga10
    06 იან 2022, 17:17

    რეალთან დაცვა დაგვღუპავს,ერთი არაუხო იყო და ეგეც დაიტრამვა.დალშე პედრი,ფატი და დეპაი დაბრუნდებიან,გავიც გვეყოლება და სხვა კორონიანები,ფერანს დაარეგისტრირებენ იმედია.