Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” ანდრეას კრისტენსენის გარემოცვასთან მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირაა აწარმოებს. კლუბს სურს, მასთან წინასწარ შეთანხმებას მალე მიაღწიოს.
დანიელ მცველს “ჩელსისთან” კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება, რაც ნიშნავს, რომ 1 იანვრიდან მას სხვა კლუბებთან მოლაპარაკება შეუძლია, მოწინავე პოზიციაზე კი სწორედ “ბარსაა”.
იმის გათვალისწინებით, რომ კლემან ლანგლე და სამუელ უმტიტი ტრანსფერზე დგანან, ჟერარ პიკე კი მალე 35 წლის ხდება, კატალონიელები ცენტრალური დაცვის გაახალგაზრდავებას აპირებენ.
ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ კრისტენსენი ძლიერი უკანახაზელია, რომელსაც ბურთის კონტროლი შეუძლია, და რონალდ არაუხოსთან ერთად შესანიშნავ დუეტს შექმნის.
ზემოხსენებული წყაროს ცნობით, “ბლაუგრანამ” “ჩელსის” ერთ მცველთან, სესარ ასპილიკუეტასთან წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწია – ესპანელი გუნდს მომავალ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.



ნუ ასე თუ ისე ეტყობა ჩავის ხედვა და ფეხბურთელებსაც იმის გათვალისწინებით არჩევს, ვისი დათრევაც უფასოდ ან იაფად შეუძლია.
კრისტენსენს ლისანდრო მატინესი მირჩევნია ბევრად მარა არც კი ინტერესდებიან და ჯანდაბას ხო იყოს კრისტენსენი მარა ასპილიკუეტას მოყვანის აზრზს ვერ ვხვდები ალვეში გვყავს და მაზრაუიზე ჩალიჩობენ პარალელურად და ეს ასპილიკუეტარაღათ გვინდა
კრისტენსენი კონტეს ხელში ძაან მაგარი იყო. მახსოვს სტემფორდ ბრიჯზე რომ 1-1 ვეთამაშეთ მანდ ძაან მაგრად იდგა.
ცუდი ფეზბურთელი არარი მარა არ მგონია ეს ძირითადის კაცუ იყოს/ გუნდს ჭირდება ან უმაღლესი დონის იგროკები ან პერსპექტიული ახალგაზრდები ))
აუ კრისტენსენი მაგრად გაასწორებს ტო,აზპილიკუეტაც კაია გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ბალანსი საჭიროა.
ორივე მოსაყვანია.
ასპილიკუეტა-არაუხო-კრისტენსენი-გაია ძაან კაი დაცვა გამოვა, მაგათ მერე დაამატე ახალგაზრდა მარჯვენა მცველი მაგალითად მაზარუი, ნერე გაიას როტაციაში ბალდე, გარსია სკამზე ეგდება ალბათ, მინგეზაც ეგდონ და იქამდე მაღალ ხელფასიანი ნაგვები გააგდონ
ძაან არასანდო მცველის შთაბეჭდილებას მიტოვებს კრისტენსენი
მარა უფასოდ თუ დაითრევენ კაი ვარიანტია მაინც
ბოლობოლო უნდა წავიდეს პიკე