AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა კლუბის ხელმძღვანელობას იანვარში “იუვენტუსის” შემტევის, ალვარო მორატას შეძენა სთხოვა.
მადრიდული წყაროს ცნობით, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციის გასაძლიერებლად ჩავის პრიორიტეტი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მორატაა.
მორატა “ატლეტიკოს” საკუთრებაა და ის ამჟამად “ბიანკონერიში” იჯარით თამაშობს. იგივე წყარო იტყობინება, რომ “ბარსას”, “ატლეტიკოს”, “იუვენტუსსა” და ფეხბურთელის აგენტს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ ყველაფერი დასრულებული არაა.
ასევე AS იტყობინება, რომ ტრასნფერის ინიციატივა პირველად ჩავიმ გამოიჩინა, რომელიც მორატასა და მის აგენტს 29 წლის ფეხბურთელის სიტუაციის შესასწავლად დაუკავშირდა. ესპანელი შემტევი “იუვეში” თავს კომფორტულად არ გრძნობს და იგი “ბარსას” სიამოვნებით შეუერთდებოდა.
ამავდროულად ვრცელდება ცნობები, რომ ეს მხოლოდ 6-თვიანი იჯარა არ იქნება და “ბლაუგრანა” მორატას უფრო ხანგრძლივ კონტრაქტს შესთავაზებს.
ფინიშინგი არ უვარგა. დიდად არც კლასით დაიკვეხნის. მე პირადად არ მინდა ამის ბარსაში მოსვლა. მაგრამ იმედია ჩავიმ იცის თავისი საქმე. რო ვთქვათ რო ენრიკეა გუნდის განუყოფელი ნაწილიათქო არც მასე არაა და რავიცი
ზოგადად მადრიდისტა და რეალი-ატლეტიკოს ყოფილი მოტამაშე სასიამოვნო არაა, მაგრამ რავი აბა, თუ რეალის კარში დუბლს შეასრულებს და ლუჩოს სტილში აღნიშნავს, მაშინ ჰო
კავანი უფრო ტექნიკურია, მაგრამ მას შემდეგ რაც რონალდუს დონე დაეცა ეს შემოდის ზამენაზე და გოლებიც გააქვს, როგორც მახსოვს უკვე 6 გოლი აქვს ზამენიდან. მოკლედ მანჩესტერმა უკვე გადაიფიქრა კავანის ზაფხულამდე გაშვება. და ჩავიმაც იმიტომ ამოქექა ეტყობა მორატა. ჩავი ჭკვიანია და ზუსტად იცის რა უნდა გუნდს, თუ ამას იაფად ითრევს ცუდებიდან საუკეთესო ვარიანტი იქნება.
29 წლისაა რაღა ახალგაზრდაა თუ ძმახარ
ისეთი ტექნიკა თუნდაც კავანის რო აქვს, ამას არა აქვს, მაგრამ ახალგაზრდაა და ძალიან მებრძოლი, სულ გოლზეა დაგეშილი. გაქცევაც ეხერხება, სამი გოლი გახსოვთ ბარსას კარში და სამივე ერთი ნაბიჯით ოფსაიტში?
კავანი უფრო ტექნიკურია, მაგრამ მას შემდეგ რაც რონალდუს დონე დაეცა ეს შემოდის ზამენაზე და გოლებიც გააქვს, როგორც მახსოვს უკვე 6 გოლი აქვს ზამენიდან. მოკლედ მანჩესტერმა უკვე გადაიფიქრა კავანის ზაფხულამდე გაშვება. და ჩავიმაც იმიტომ ამოქექა ეტყობა მორატა. ჩავი ჭკვიანია და ზუსტად იცის რა უნდა გუნდს, თუ ამას იაფად ითრევს ცუდებიდან საუკეთესო ვარიანტი იქნება.
ახალი ზღაპარი! მორატა ცოტათი უკეთესია ვიდრე დე იონგი. ვის რაში ჭირდება,ორასი მომენტი უნდა შეუქმნა რომ გაიტანოს!
კარგი რა ევროპა ამან მოპარა ესპანეთს.ძალიან უხასიეთო არასტაბილური კაციაა
მაზილაა თორე
მშვენიერია გადმოიყვანონ
ლუკდეიონგს და ბრეითვეითს რო ერთად აღებულს ჯობს მორატა ეგ ვიცი დაისე ეგება ფლანგის შემტევი დადონ ვინმე წესიერი ვინგერი ,კაცს რო ცდება სისწრაფეზე და ეს დაუნი დემბელე მოგვაშორონ. კოუტინიოც ბარემ და ვსო ეგ ორი თარსი რო აღარ იქნება მგონია უკეთ ითამაშებს გუნდი
უი ეგ არ გამაგონოთ, უკლასო მაზილაა, ეგეთი ხომ ბრაითაც გვყავს, ჰოლანდზე ან ვლაჰოვიჩზე იჩალიჩონ, ახლა შეიძლება ვერ ვითრიოთ მაგენი მაგრამ ზაფხულში წესით გვექნება ფული
სეზონის ბოლომდე იჯარით დავითრიოთ, და იმის მიხედვით დავიტოვოთ როგორ ითამაშებს და ზაფხულში ვითრევთ თუარა ჰოლანდს