workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ 17 წლის ესპანელი ტალანტი შეიძინა

ბარსელონამ 17 წლის ესპანელი ტალანტი შეიძინა

“ბარსელონამ” 17 წლის გარემარბი, ფაბიო ბლანკო, გაიფორმა, იტყობინება Sport.

ბლანკო “აინტრახტის” ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობდა. იგი “ვალენსიას” აღზრდილია, ესპანური კლუბი კი გასულ ზაფხულში დატოვა. “ბარსას” მისი დამატება ზაფხულში სურდა, თუმცა მაშინ ბლანკომ გერმანიაში წასვლა არჩია.

ბლანკო “ბლაუგრანასთან” 2.5-წლიანი ხელშეკრულებას გააფორმებს და სარეზერვო გუნდის წევრი იქნება. “აინტრახტთან” დადებული გარიგება ბონუსებსაც ითვალისწინებს.

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ბარსელონამ” “ვალენსიას” კიდევ ერთი აღზრდილი შეიძინა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • njanka1977
    schedule 30 დეკ 2021, 04:43
    #8

    Clever liar,
    👍✌️ ზუსტად რა… ილაიში, აბდე, ფატი, დემბელე.. გაავსეს ,,მართმადიანებით" 😁გუნდი

  • Bakero
    schedule 30 დეკ 2021, 01:40
    #7

    რავი რაც ვნახე მომეწონა ამის თამაში კაი ვინმეა

  • El pistolero 9
    schedule 29 დეკ 2021, 14:41
    #5

    წარმატებები. კარგია ახალ ნიჭიერ ბიჭებს რომ იმატებენ.

  • Clever liar
    schedule 29 დეკ 2021, 14:01
    #4

    ძლივს არ გავიგე ერთი ნორმალური ესპანელი გვარის კაცი? ეზალზული, აბდე შული, მაზრაუი, დემირი, ქერიმ ოღლი, ფატმან გული, აიშე სულთანი ბიჯოოოს

  • Albicelecte
    schedule 29 დეკ 2021, 13:48
    #3

    გარემარბი… საჭიროა ამ პოზიციისა;
    დემბელე მოსაშორებელია და ფლანგზე 2 კაცი აუცილებელია
    დეპაიც რამდენი ხანი იქნება კაცმა არ იცის, აშკარად სკამის ხეხვა მოუწევს კარგა ხნით
    ანსუ და ფერანი 9-იანზე და ცრუ ცხრიანზე; მაგათ გარდა 2-2 კაცი ფლანგზე, რომ შემადგებლობა უფრო ღრმა გახდეს და ტრამვები გადამწყვეტი არ გამოდგეს

  • nika 54
    schedule 29 დეკ 2021, 13:01
    #2

    ანუ ვიყიდეთ ხომ, ესეც იჯარით ხო არ არის?

  • Vito Kharshiladze
    schedule 29 დეკ 2021, 12:42
    #1

    ეს მახსოვს ძაან გიჟია