მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სესკი კონკურენციას ჩავის გაუწევს

სესკი კონკურენციას ჩავის გაუწევს

 სესკი ამბობს, რომ გუნდში ის სათამაშოდ მოვიდა და არა იმისთვის, რომ ვინმეს აჯობოს, მითუმეტეს ჩავის. ”მე ვფიქრობ, რომ ჩავის დაბერება ჯერ კიდევ ადრეა. ის პროფესიონალია და იცის თავის საქმე. ბევრს ჰგონია, რომ ის ”ბარსაში” ვეღარ ბრწყინავს და მე იმისათვის მოვედი გუნდში, რომ ვინმეს ვაჯობო. მე მინდა, რომ სხვაზე უკეთესი ვიყო, მაგრამ არა ჩავიზე. ის გენიოსია. მეტი სიტყვა მას არ შეეფერება. მე გუნდში მოვედი, რათა ჩავისგან ფეხბურთი მესწავლა. იგივე შემიძლია ვთქვა ანდრეს ინიესტაზე. ”ბარსას” ორი გენიოსი ჰყავს და არა მარტო ორი, მაგრამ ყველამ იცის, რომ ხავი და ინიესტა ”ბარსას” ხერხემალია. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ყოველთვის მეტს მოითხოვს. ასევე მინდა დავამატო, რომ სასწავლი ფეხბურთში მე კიდევ ბევრი რამ მაქვს.”

 

 ბოლოს კი მან ამ სიტყვებით დაამთავრა გამოსვლა: “მე იმისათვის არ ვარ ”ბარსას” ფეხბურთელი, რომ ჩავის ვაჯობო. ეს ვერასდროს ვერ მოხდება. მე მხოლოდ ის მსურს, რომ მას კონკურენცია გავუწიო.” 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში