workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რა ნომრით ითამაშებს ფერან ტორესი ბარსელონაში?

რა ნომრით ითამაშებს ფერან ტორესი ბარსელონაში?

ფერან ტორესი “ბარსელონაში” ტრანსფერი უკვე შედგა და დარჩენილი მხოლოდ ბოლო დეტალების მოგვარებაა – Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელის შეძენა ოფიციალურად 27 დეკემბერს დადასტურდება. 

როგორც ჟურნალისტი ხოსე ლუის კარასო წერს, ტორესი “ბარსას” შემადგენლობაში 25-ნომრიან მაისურს მოირგებს. ამ დროისთვის 25-ის გარდა თავისუფალი მხოლოდ 19-ია, რომელსაც ბოლოს სერხიო აგუერო ატარებდა, თუმცა მისი ნომრის აღება სავარაუდოდ ჯერ შესაძლებელი არ იქნება. 

იანვარში ყველაზე რეალური 11 და 17 ნომრების გათავისუფლებაა, რომლებსაც იუსუფ დემირი და ლუკ დე იონგი ატარებენ. დიდი ალბათობით, კლუბს ორივე მალე დატოვებს, თუმცა ფერანის დებიუტი ამაზე ადრეა მოსალოდნელი. 

21 წლის ფეხბურთელი “მანჩესტერ სიტიში” 21 ნომერს ატარებდა, “ვალენსიაში” 20-ს, ეროვნულ ნაკრებში კი 20-ს, 18-სა და 11-ს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • M10 S9 D11
    schedule 26 დეკ 2021, 01:02

    11 ნომერი გაუმზადეთ

  • EL MAESTRO 6
    schedule 25 დეკ 2021, 18:50

    shu1987,
    ჯერ ერთი ჰოლანდი ამაზე ორჯერ მეტი ჯდება,მერე მეორეც ამაზე ორჯერ დიდი ხელფასი აქვს და ეს ყველაფერი რომ არად ჩავთვალოთ ბარსას ამ მომენტში იმხელა ავტორიტეტი არ აქვს რომ ერთი თქვას და აქ გამოიქცნენ, სადაც შეიხების გუნდები არიან და ზღაპრულ პირობებს სთავაზობენ,სადაც ბაიერნია რომლის აკადემიადაა ქცეული ბუნდეს ლიგა, სადაც სხვა გრანდებიცაა როგორ უნდა მოიყვანონ ჰოლანდი?

  • shu1987
    schedule 25 დეკ 2021, 18:43

    საერთოდ არ მომწონს ტორესი, ამხელა ფული თუ ქონდათ ჰალანდზე გაეწიათ რა ფერანი ??? მასე კოუტინიო ჯადოქრობდა გადმოვიდა და რაცაა კი ვხედავთ, ეს კოუტინიოსგან განსხვავებით უტვინოა. რავიცი ვნახოდ იქნება ხავი ხედავს თავის ტაქტიკურ მონახაზში .

  • El pistolero 9
    schedule 25 დეკ 2021, 18:04

    11 მოუხდებოდა , თუმცა ახლა ამისი ნომერი მეათეხაროსხოვანია. მთავარია დონე დადოს

  • nika 54
    schedule 25 დეკ 2021, 15:47

    ნეტა მაგის მეტი სადარდებელი აღარ გვქონდეს, 6 თვე რო ატაროს რაც იქნება თავისუფალი რა მოხდება. მთავარია გუნდი ჩამოყალიბდეს, თორემ ნომრებს ყოველთვის გაიფორმებენ.

  • vitorborbafereira
    schedule 25 დეკ 2021, 15:17

    ნომერი კი არა, ითამაშოს თუ ძმა ხარ და თუ გინდა შტეგენს წაართვან თავისი ნომერი

    gecheche,

    ციტატა: gecheche
    torniket,
    ფული არი დაფინანსება აქვთ როგორც ამბობენ სახელფასო ჭერია პრობლემა მარტო ფული როარ იყოს ტორესს რანაირად იყიდიდნენ სპონსორები ყავს ახალი გუნდს

    ფულის გამოგონილი არ ქონა მესის მოშორებისთვის სჭორდებოდა ამ სლე ლაპორტას თორე მილიარდიან გუნდს ფული როგორ არ აქვს

    სულ ამოწყვეტილები კი არ არიან, უბრალოდ ლაპორტა ადრამატიზირებს რეალურ სურათს რომ ბევრიც არ მოსთხოვონ და თუ დაალაგა ერთი ათად დაუფასებს ხალხი

    ნაგავი და გნიდა ტიპია იმის მერე რაც მთელი წინა საარჩევნო კამპანია და ყველა პრესკონფერენცაზე მესის ჟონეტს უკეთებდა რათა გაემარჯვა და მერე მოიშორა მობეზრებული ცინგლივით …

  • gecheche
    schedule 25 დეკ 2021, 14:29

    torniket,
    ფული არი დაფინანსება აქვთ როგორც ამბობენ სახელფასო ჭერია პრობლემა მარტო ფული როარ იყოს ტორესს რანაირად იყიდიდნენ სპონსორები ყავს ახალი გუნდს

  • NEYBarca
    schedule 25 დეკ 2021, 14:24

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    11 აიღოს დემირის ნომერი ,ისე იმედია მომავალი წლიდან დეპაი აღარ იქნება 9 ნომერი ან ვლაჰოვიჩს ან ალვარესს მოიყვანენ


    ჩემი აზრით შეტევაში სამივე პოზიციაზე ორ-ორი მოთამაშე გვიგროვდება თითოზე და ჯობს დაცვას მიექცეს სერიოზული ყურადღება. ცაცია მცველი გვჭირდება ჰაერივით. ბოტმანი მომწონს, ასევე ფრაიბურგში როა გერმანელი ნიკო შლოთერბეკი ეგეც კაი ვარიანტია(ბავარიამ დაადგაო თვალი და უპამეკანოსავით ეგეც არ აგვახიოს..) მოკლედ აქედან რომელიმე. მაზრაუი უფასოდ და ალბას კოკურენტად ვინმე გაია ან ჩავის ვინც მოეწონება მაგ პოზიციაზე ნალუბიო.

  • torniket
    schedule 25 დეკ 2021, 14:21

    მარტო მე მგომია რო ლაპორტა იმავეს აკეთებს რაც მესის შემთხვევაში მოხდა? თითქოს ჰალანდს ყიდულობს და დე ლიხტიც უნდა მოიყვანოს? ბოლოს რო 35 წლის ტიპები შეგვრჩება… ფული არ გვაქვს არც სახელფასო ჭერი და რანაირად მოყავს ეს ხალხი, ვთქვათ კოუ და უმტიტი გაუშვეს და გამოთავისუფლდა სახელფასო 45 მილიონი ეგ გასაგებია ეგეც თუ წავიდნენ და ამათი საყიდელი მინიმუმ 150 მილიონი საიდან მოაქვს?

  • EL MAESTRO 6
    schedule 25 დეკ 2021, 14:10

    11 აიღოს დემირის ნომერი ,ისე იმედია მომავალი წლიდან დეპაი აღარ იქნება 9 ნომერი ან ვლაჰოვიჩს ან ალვარესს მოიყვანენ

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 25 დეკ 2021, 13:55

    დემირი მალე გაუშვით და მიეცით 11

  • .Gladiator.
    schedule 25 დეკ 2021, 13:55

    მოიცადოს და 11 აიღოს