workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსა ევროპის ყველაზე ახალგაზრდა 10 გუნდში არ შედის

ბარსა ევროპის ყველაზე ახალგაზრდა 10 გუნდში არ შედის

ერთი შეხედვით პარადოქსული ფაქტია, რომ “ბარსელონა” 21 წლამდელ ფეხბურთელებს მთელი ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტ სათამაშო დროს აძლევს, მაგრამ “ბარსა” ყველაზე ახალგაზრდულ 10 გუნდს შორის ვერ მოხვდა.

დღეს The Analyst-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში მოთამაშე გუნდების ფეხბურთელების ასაკს ეხება. უფრო კონკრეტულად, სტატიის მიზანი 21 წლამდელ ფეხბურთელთათვის მიცემული სათამაშო დროის ანალიზი იყო.

2021/22 წლების სეზონში საშუალოდ ყველაზე ახალგაზრდა სასტარტო თერთმეტეული ფრანგულ “რეიმსს” ჰყავს – 24 წელი და 168 დღე. ათეულში შედიან “ლევერკუზენი”, “არსენალი”, “შტუტგარტი”, “სპეცია”, “მონაკო”, “ემპოლი”, “ბრესტი”, “ნიცა” და “ლაიფციგი”. ევროპის საუკეთესო 5 ჩემპიონატიდან ესპანეთი ერთადერთია, რომელსაც ათეულში წარმომადგენელი არ ჰყავს.

რაც შეეხება 21 წლამდელი ფეხბურთელებისთვის გამოყოფილ წუთებს – აქ “ბარსელონა” დიდი უპირატესობით ლიდერობს. კატალონიელებმა ახალგაზრდა ფეხბურთელებს 4975 წუთი დაუთმეს. შემდეგ მოდიან “ლევერკუზენი” (4034) და “რეიმსი” (3637).

რატომ ხდება ასე, რომ “ბარსელონა” ახალგაზრდებს ყველაზე მეტ დროს უთმობს, მაგრამ ყველაზე ახალგაზრდა გუნდებში არ შედის? ამის მიზეზი ისაა, რომ “ბარსელონა” ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელებითა და ვეტერანებითაა დაკომპლექტებული. თუ გავი, ნიკო და სხვები “ბარსას” საშუალო ასაკს ქვემოთ წევენ, პიკე, ბუსკეტსი და ალბა პირიქით, გუნდს ამ სტატისტიკას უფუჭებენ.

ვინ მიიღო ყველაზე მეტი წუთი “ბარსელონას” ახალგაზრდებიდან მიმდინარე სეზონში? ათეული ასეთია: ერიკ გარსია (1099), გავი (1064), სერჟინიო დესტი (882), ნიკო გონსალესი (752), აბდე ეზალზული (481), ანსუ ფატი (213), იუსუფ დემირი (189), პედრი (152), ალეხანდრო ბალდე (98), ილიას აკომაში (45).

ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან ჩატარებული წუთების მიხედვით ევროპის საუკეთესო ათეულში არცერთი არ შედის. კიდევ ერთი პარადოქსი? საქმე ისაა, რომ სხვა გუნდები სტაბილურად 1-2 ახალგაზრდა ფეხბურთელს ათამაშებენ, “ბარსაში” კი ასეთი ჩვეულებრივზე გაცილებით მეტია. შესაბამისად, “ბარსელონას” ახალგაზრდები ჯამში ყველაზე მეტს თამაშობენ, მაგრამ ინდივიდუალურად საუკეთესოებში ვერცერთი მოხვდა.

21 წლამდელი ფეხბურთელების გოლებში მონაწილეობის მხრივ “ბარსელონა” ევროპაში მესამეა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი “ლევერკუზენს” აქვს – 21 გოლში მონაწილეობა (7 გოლი და 14 ასისტი), შემდეგ მოდიან “რეიმსი” 16 გოლით (12+4) და “ბარსა” 14 გოლით (7+7). ინდივიდუალურ სტატისტიკაში “ბარსა” არც აქ ჩანს და მიზეზი იგივეა – კატალონიელებში რომელიმე ახალგაზრდა კი არ ბრწყინავს შედეგიანობით განსაკუთრებით, უბრალოდ გუნდს ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე ჰყავს.

რაც შეეხება ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის ყველაზე ბებერ გუნდებს: ლაციო, ელჩე, სამპდორია, ინტერი, ნაპოლი, რეალი, ვილიარეალი, პარი სენ-ჟერმენი, სალერნიტანა და ატალანტა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 24 დეკ 2021, 11:13
    #3

    გაუშვან: პიკე, ალბა, რობერტო, ბუსკეცი და მერე ნაღდად მოხვდება ყველა ასეთ სიაში

  • Writer
    schedule 24 დეკ 2021, 00:04
    #2

    ციტატა: Giovanni
    ჟუტგლას 45 წუთზე მეტი არ აქვს ჩატარებული დავიჯერო?


    ჟუტგლა 22 წლისაა

  • EL MAESTRO 6
    schedule 23 დეკ 2021, 19:32
    #1

    მართლაც პარადოქსია,მაგრამ შედეგიანობას რაც შეეხება გავი ახლა უფრო იწყებს გოლებში მონაწილეობის მიღებას, პედრის ბევრი გაუცდა,ფატიმ ძაან ცოტა ითამაშა,გარსია მცველია და თან სლე, ნიკოც ახლა უფრო შედეგიანობას უმატებს, მაგრამ რასაც ვხედავ ამ ახალგაზრდებში ისაა რომ მაგარი ტექნიკა, დრიბლინგი, პასები, ინტელექტი,მოედნის ხედვა, დარტყმაშიც არაუშავთ, ასე რომ ბარსას როგორიც შეეფერება ისეთი ახალგაზრდა ვარსკვლავები გვყავს