workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” – “რეალი”. საინტერესო ფაქტები

“ბარსელონა” – “რეალი”. საინტერესო ფაქტები

 – გუშინ კრიშტიანო რონალდუმ “რეალის” შემადგენლობაში მე–100 გოლი გაიტანა. 67 გოლი მას პრიმერაში აქვს გატანილი, 13 ჩემპიონთა ლიგაში, 7 ესპანეთის თასზე, 1 ესპანეთის სუპერთასზე და 12 ამხანაგურ მატჩებში.

 – “ბარსელონას” რონალდომ 12 მატჩში 3 გოლი გაუტანა. 9 შეხვედრა “ბარსას” წინააღმდეგ მან “რეალის” რიგებში გამართა, ხოლო 3 “მანჩესტერის”.

 – ლეო მესიმ “რეალის” წინააღმდეგ გამართულ 15 მატჩში 13 გოლის გატანა შეძლო. ამ მაჩვენებელში “ბარსას” ფეხბურთელებიდან ის მხოლოდ სესარ როდრიგეს ალვარესს ჩამორჩება, რომელსაც 14 გოლი აქვს გატანილი.

 – “ბარსელონა” არ დამარცხებულა საშინაო მატჩში, როცა გოლი ლეო მესის გააქვს.

 – ესპანეთის სუპერთასის მატჩებში ლეოს 8 გოლი აქვს გატანილი და ის ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია. 7 ბურთი აქვს გატანილი რაულს.

 – ქარიმ ბენზემა გახდა მე–6 ფრანგი, რომელმაც “კლასიკოში” გოლის გატანა შეძლო. ფრანგებიდან “კლასიკოში” გოლი გატანილი აქვთ რენე პეტის, რაიმონ კოპას, ნიკოლა ანელკას, ზინედინ ზიდანს და ტიერი ანრის.

 – “ელ კლასიკოს” საუკეთესო ბომბარდირების სია ამჟამად ასე გამოიყურება: ალფრედო დი სტეფანო (18 გოლი), რაული (15), სესარ როდრიგეს ალვარესი (14), ფრანცისკო ჰენტო (14), ფერენც პუშკაში (14), ლეო მესი (13).

 – სესკ ფაბრეგასმა “არსენალის” შემადგენლობაში 303 მატჩი გამართა და 2 ტიტული მოიპოვა (ინგლისის თასი და პრემიერ ლიგა 2004 წელს). ამ ტიტულების მოპოვებაში სესკს ფაქტიურად მონაწილეობა არ მიუღია. “ბლაუგრანას” რიგებში მან 10 წუთზე ნაკლები ითამაშა და მოიგო ესპანეთის სუპერთასი.

 – პეპ გვარდიოლამ გაიმეორა იოჰან კრუიფის რეკორდი – ყველაზე ტიტულიანი მწვრთნელი “ბარსას” ისტორიაში. ორივე მათგანს ახლა 11 ტიტული აქვთ მოპოვებული. 26 აგვისტოს პეპ გვარდიოლას შეუძლია ერთპიროვნული ლიდერი გახდეს, თუ მისი გუნდი ევროპის სუპერთასის მატჩში დაამარცხებს “პორტუს”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward