workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალექსია პუტელიასი: მომწონს, როცა, სქესის მიუხედავად, ფეხბურთელებივით გვეპყრობიან

ალექსია პუტელიასი: მომწონს, როცა, სქესის მიუხედავად, ფეხბურთელებივით გვეპყრობიან

“ბარსელონას” ქალთა გუნდის ლიდერი, ალექსია პუტელიასი Players’ Tribute Football-თან საუბრობს:

“მომწონს, როცა, სქესის მიუხედავად, ფეხბურთელებივით გვეპყრობიან… ფეხბურთი ყველას ეკუთვნის – სქესსა და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს.

თუ ადრე ყველა “ევროსა” და “ქალების ევროს” ამბობდა, ახლა ისინი “მამაკაცების ევრომ” და “ქალების ევრომ” შეცვალა. რა თქმა უნდა, მამაკაცების ტურნირს დაკონკრეტება არ სჭირდებოდა – კარგია, რომ ასე აღარაა.

ეჭვგარეშეა, რომ “ოქროს ბურთი” ერთ-ერთი საუკეთესო ჯილდოა, რომელის მოგებაც მოთამაშეს შეუძლია. ეს პრიზი ბევრ ფეხბურთელს არ მოუგია, მაგრამ ეს ქალთა ფეხბურთში გარდამტეხი მომენტია.

“ოქროს ბურთის” ესპანელის მიერ მოგება მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს 50 წელია, არ მომხდარა და თუ პირველი ადამიანი, ვინც ამხელა პაუზის შემდეგ ეს შეძლო, გოგონაა, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს ნიშნავს, რომ ფეხბურთი ყველას ეკუთვნის”.

2021 წელს გოგოებს შორის “ოქროს ბურთის” მფლობელი სწორედ ალექსია გახდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 23 დეკ 2021, 12:40

    როგორც ერთ რუსულ ანეგდოტშია: ლიუდმილა ზიკინა ყავდათ კაი ჩაპუტკუნებული მომღერალი ქალბატონი, ხოდა ერთხელ თურმე ბაქოში სცენიდან აღარ უშვებდნენ და სთხოვდნენ კიდევ ემღერა. კონფერანსიემ გამოაცხადა აღარ შეუძლია ამდენი სიმღერა, ხმა დაეკარგებაო. დარბაზიდან უყვირიათ: "არ გვინდა სიმღერა პროსტა იაროსო რა"
    აქაც იგივე ვარიანტია, ისეთი ლამაზია ეს გოგონა სულ რო ვერ ითამაშოს ყურება მაინც გინდა. ალბათ ჟიურის წევრებიც ჩემსავით ფიქრობდნენ.

  • El pistolero 9
    schedule 23 დეკ 2021, 11:50

    ბრავო. ძაან მაგრად უბერავენ ესენი და იმედია ასე გააგრძელებენ დიდხანს. საამაყოა რომ ასეთი გუნდი შენი კლუბის ნაწილია❤

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 23 დეკ 2021, 01:58

    ციტატა: Iniesta_8
    თუ სექსის მიხედვით ფეხბურთის დაყოფა არასწორია, მაშინ რა საჭირო იყო ოქროს ბურთის ესპანელების მიერ მოგებაზე იმის ხაზგასმა, რომ ეს ქალმა შეძლო? smile


    უბრალოდ აღნიშნა, რომ გოგოსაც შეუძლია ამ სფეროში წარმატების მიღწევა და არ უნდა იჩაგრებოდნენ.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 23 დეკ 2021, 00:52

    თუ ეგ ილუზიები გაწუხებს ითამაშე კაცებთან ფეხბურთი და ოქროს ბურთი კი არა მარტვილის მერანის ზამენას რომ არგაგაკერებს კაციშვილი მერე იგრძნობ რა სხვაობაცაა😂😂😂

  • .Gladiator.
    schedule 23 დეკ 2021, 00:42

    ციტატა: jacky iakovenko

    ციტატა: .Gladiator.
    ქალთა ფეხბურთი ფეხბურთი არ არის 😃


    იმიტოა 21 თამაშში უკვე 108 გოლი აქვთ გატანილი 🤣🤣🤣
    საამაყოები არიან ყველა,კაცებს კიარ ჰგვანან….ტიპები მძორებივით დადიან სტადიონზე….
    ეს ალექსია რა ლამაზია ოხერი 😍❤️


    რამდენიც უნდა გაიტანონ მაგათ თამაშს ვერ ვიყურებ
    საერთოდ სხვა დონის სანახაობაა

  • Iniesta_8
    schedule 23 დეკ 2021, 00:34

    თუ სქესის მიხედვით ფეხბურთის დაყოფა არასწორია, მაშინ რა საჭირო იყო ოქროს ბურთის ესპანელების მიერ მოგებაზე იმის ხაზგასმა, რომ ეს ქალმა შეძლო? smile

  • .Gladiator.
    schedule 22 დეკ 2021, 23:47

    ქალთა ფეხბურთი ფეხბურთი არ არის 😃