workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ილაიშ მორიბამ ბარსაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა – კლუბის პასუხი ცნობილია

ილაიშ მორიბამ ბარსაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა – კლუბის პასუხი ცნობილია

“ლაიფციგის” ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ილაიშ მორიბამ “ბარსელონაში” დაბრუნების სურვილი გამოთქვა. ამ ინფორმაციას Cadena Ser ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ფეხბურთელის სურვილი კატალონიელებს ილაიშის აგენტმა დაუდასტურა და აღიარა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მათ მიერ გამოჩენილი სიჯიუტე შეცდომა იყო, თუმცა კლუბისგან უარი მიიღო.

ცნობისთვის, გასულ ზაფხულში “ბარსა” 18 წლის შუახაზელს ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით ვერ უთანხმდებოდა – მორიბას იმაზე მეტი ანაზღაურება სურდა, ვიდრე კლუბი სთავაზობდა და კონტრაქტს ხელს ვერ აწერდა. “ბარსელონამ” მას ულტიმატუმიც წაუყენა და შეთანხმების მიღწევამდე თამაში აუკრძალა. საბოლოოდ, მხარეებმა გამოსავალი მოძებნეს და ილაიში 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ “ლაიფციგში” გადავიდა.

მორიბას არც გერმანულ კლუბში გაუმართლა და მიმდინარე სეზონში ჯამში მონაწილეობა მხოლოდ 6 შეხვედრაში მიიღო, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ საკუთარი მდგომარეობით კმაყოფილი არაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • nika 54
    schedule 22 დეკ 2021, 11:51

    აი რა პირით ბედავს ახლა უკან დაბრუნების თხოვნას, საერთოდ ნამუსი არა აქვთ ამასაც ამის აგენტსაც. გუნდი სთავაზობდა ასაკისთვის შესაფერ ხელფასს და ამათ სამმაგი მოითხოვეს. ეტყობოდა რო ძალიან შორს ვერ წავიდოდა ასეთი უნამუსო ქცევებით. თუმცა მეგონა 2-3 წელს სადღაც გააჩერებდნენ, ისე აგიხდათ ყველა სიკეთე როგორც ამის უკანსვლა გამეხარდა.

    ციტატა: Truxilio
    ნამდვილი გონება სუსტები ყოფილან )))


    ნამდვილად ეგეთები არიან ეგენი, ხვდები არა ვიზეც ვამბობ სულ რო დისკრიმინაცია აკერიათ პირზე და თვითონ არიან პირველი დისკრიმინატორები. ახლა იმედია ეს მეორე პარტია შავების გასეირნებისა გველოდება. დემბელე თავის სიკოკუთი უფასოდ გაუბერავენ, ხოლო ერთი წლის შემდეგ მობრუნდებიან ბოდიშებით.

  • me da barca
    schedule 21 დეკ 2021, 23:56

    გვიანია უკვე მურაბა. შენმა მატარებელნა ჩაიქროლა. უტვინოებს და ფულის ხამებს ასე ემართებათ.

  • M10 S9 D11
    schedule 21 დეკ 2021, 23:30

    გაასხმევინეთ ამ ფულის მონას

  • El pistolero 9
    schedule 21 დეკ 2021, 23:20

    მაგალითი იყოს ყველა იმ ღლაპისთვის ამხელა შანსი რო მიეცემა , თავში აუვარდება და თავზე გადაი@ვამს

  • njanka1977
    schedule 21 დეკ 2021, 23:07

    ძალიან მიხარია… არ უნდა გაჭაჭანდეს არსად!

  • rivaldo80
    schedule 21 დეკ 2021, 22:20

    წადი შეე ღორო წახვედი და პედრიმ გოლდენ ბოი მოიგო მომავალ წელს გავი მოიგებს და შენ იჯექი და სვი რედბულები უმადუროო

  • Truxilio
    schedule 21 დეკ 2021, 20:37

    ნამდვილი გონება სუსტები ყოფილან )))

  • iniesta
    schedule 21 დეკ 2021, 19:55

    არ უნდა გეღორა რა გული დამწყდა ამის გაშვებაზე მომწონდა ძაან

  • jigliga
    schedule 21 დეკ 2021, 19:42

    ხეხე ზამენა ჯაგრისებს ბარსელონას ხელმძღვანელობა გამოგიგზავნის შენ არ დაიხარჯი ჯიგო ❤️

  • Norman Bates
    schedule 21 დეკ 2021, 19:42

    ეს კარიერას ეიბარში დაასრულებს

  • BEQA BARCA
    schedule 21 დეკ 2021, 19:32

    ვირ ვიტან ეგეთ ფულის ხამებს. იყოს სადაცაა. მაგალითი იქნება ახალგაზრდებისთვის თუ როგორ არ უნდა მოიქცე ფულის გამო 😡🙂

  • EL MAESTRO 6
    schedule 21 დეკ 2021, 19:25

    🤣🤣🤣, ეგრე მოგიხდება, ვიცოდი დაბრუნება რომ მოუნდებოდა,ახლა უსუნოს მის აგენტებს ერთ ადგილში სათითაოდ