ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 20 დეკემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 20 დეკემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 20 დეკემბერს მოხდა.

თამაშები

20 დეკემბერს “ბარსელონამ” 17 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 12 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1940 წელი

ესპანეთის ფაშისტი დიქტატორის, ფრანსისკო ფრანკოს მიერ ქვეყნის “გაესპანელების” პოლიტიკის გამო “ბარსელონა” იძულებული გახდა კლუბის დასახელება და ლოგო შეეცვალა. ინგლისური FC Bacelona-ს (Football Club Barcelona) ნაცვლად “ბარსას” CF Barcelona (Club de Fútbol Barcelona) ეწოდა, ლოგოდან კი კატალონიის დროშა მოშორდა, რაც 4 წითელი ხაზის ორით ჩანაცვლებით მოხდა.

1981 წელი

“კამპ ნოუზე” გამართულ “ელ კლასიკოში” “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 3-1 დაამარცხა. მასპინძელთა მხრიდან გოლები კინიმ (2) და ალეშანკომ გაიტანეს.

1998 წელი

“ვალიადოლიდთან” სტუმრად 1-0 მოგებულ შეხვედრაში ჩავიმ ლა ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

1999 წელი

რივალდო “ოქროს ბურთის” მფლობელი გახდა, ერთი დღის შემდეგ კი “ბარსელონას” დამრიგებელმა, ლუი ვან გაალმა ის გუნდის შემადგენლობაში არ შეიყვანა. მიზეზი ის იყო, რომ რივალდომ ზედმეტად მარცხნივ თამაშის გამო პროტესტი გამოთქვა.

2004 წელი

რონალდინიო FIFA-ს ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

2014 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “კორდობა” 5-0 გაანადგურა. პედრომ ანგარიში 75-ე წამზე გახსნა, ლუის სუარესმა კი ლა ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

2015 წელი

“ბარსელონამ” მე-3 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. კატალონიელებმა ფინალში “რივერ პლეიტი” სუარესისა (2) და მესის გოლებით დაამარცხეს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • nika 54
    20 დეკ 2021, 17:56

    1999 წელი
    რივალდო "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა, ერთი დღის შემდეგ კი "ბარსელონას" დამრიგებელმა, ლუი ვან გაალმა ის გუნდის შემადგენლობაში არ შეიყვანა. მიზეზი ის იყო, რომ რივალდომ ზედმეტად მარცხნივ თამაშის გამო პროტესტი გამოთქვა.
    ეს ნიდერლანდელი მწვრთნელები ყველა ესეთი ეგოისტი და ნაგლი რატოა? რატომ უყვართ ფეხბურთელის ამოჩემება.

  • El pistolero 9
    20 დეკ 2021, 11:52

    ნეტა რივალდო ლივერპულის ლეგენდებთან გასამართ მატჩში არ იქნება?