“ბარსელონას” კაპიტანმა, სერხიო ბუსკეტსმა “ელჩესთან” მოპოვებული გამარჯვებით კლუბის ისტორიაში შთამბეჭდავი მიღწევა დააფიქსირა.
Sport-ის მიხედვით, 33 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა “ბარსას” მაისურით 459-ე შეხვედრა მოიგო, რითაც ანდრეს ინიესტას შედეგს გაუთანაბრდა და კლუბის ისტორიაში მოგებების რაოდენობით მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით ყველაზე მეტი – 542 – გამარჯვება ლიონელ მესის აქვს მოპოვებული, რომელსაც 476 მოგებით ჩავი ერნანდესი მოსდევს.




ბუსი ჩავის ამ სეზონშივე გაუსწრებს – 17 თამაში დარჩა მოსაგები და ამის დიდი იმედი მაქვს, აწი თითოეული ქულა დევს სასწორზე..
ლეგენდაა ბუსი. თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ფეხბურთის ისტორიაში (ჩემთვის საუკეთესო)
აფსუსი არ არის ეს 33 წლის იყოს და დემბელე 24-ის.
დაგვიბერდა ბუსი მაგრამ მაინც კლასნია, ასეთი ინტელექტის ფეხბურთელი იშვიათია,მაგრად მევასება, გუნდის ხერხემალია❤