მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კასილასი: “არ მესმის მათი, ვინც მატჩი ასეთ დროს დანიშნა”

კასილასი: “არ მესმის მათი, ვინც მატჩი ასეთ დროს დანიშნა”

მადრიდის “რეალის” კიპერი და კაპიტანი, იკერ კასილიასი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ესპანეთის სუპერთასის საპასუხო შეხვედრა, სადაც ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და მადრიდის “რეალი” უპირისპირდებიან ადგილობრივი დროით 23:00 საათზე (თბილისის დროით ღამის 1:00 საათზე) დაინიშნა.

“თეთრების” მეკარე მიიჩნევს, რომ ასე გვიან თამაში დაუშვებელია.

“ასეთი თამაშისთვის საოცარი დრო შეარჩიეს… ფაქტიურად მატჩი დაიწყება 17 აგვისტოს და დამთავრდება 18 აგვისტოს. მესმის, რომ არის ტელეარხებთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ ეს დაუშვებელია. ჩემი აზრით, ასეთი მატჩები ნეიტრალურ მოედანზე უნდა გაიმართოს. მაშინ ემოციებიც უფრო დიდი იქნება.” – განაცხადა კასილიასმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში