სესკი ხვალ მესამედ დაუპირისპირდება მადრიდის “რეალს”. სესკისა და მადრიდული გუნდის პირველი დაპირისპირება 2005/06 სეზონში ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში შედგა.
მადრიდის “რეალის” ფანებს ფაბრეგასთან არც თუ ისე კარგი მოგონებები აქვთ.
2006 წლის 21 თებერვალს “არსენალმა” “რეალი” 1-0 დაამარცხა, ანრის გოლით. საგოლე პასი ფაბრეგასის ანგარიშზე ჩაიწერა, თამაშის მიხედვით კი ტიერი ანრისა და სესკ ფაბრეგასის წყვილი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. 89-ე წუთზე, როდესაც სესკმა მოედანი დატოვა და მის მაგივრად სონგი შემოვიდა, “სანტიაგო ბერნაბეუმ” მას ტაში დაუკრა. სწორედ იმ დროს მოიპოვა სესკმა ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელის სახელი ევროპაში.
