workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იმედისმომცემი მცველი, რომლის დაბრუნება ბარსას მხოლოდ 10 მილიონად შეუძლია

იმედისმომცემი მცველი, რომლის დაბრუნება ბარსას მხოლოდ 10 მილიონად შეუძლია

“ბარსელონას” გულშემატკივრებს, რომლებიც ლა ლიგას თვალს ყურადღებით ადევნებენ, ხორხე კუენკას პროგრესი არ გამოეპარებოდათ.

“ლა მასიას” აღზრდილმა კატალონიური გუნდი 2020 წელს დატოვა, როდესაც მან “ვილიარეალს” მიაშურა. გასული სეზონი მან “ალმერიაში” იჯარით გაატარა და ლა ლიგის 38 შეხვედრიდან მონაწილეობა 35-ში მიიღო. მიმდინარე სეზონში ვალენსიელებმა კუენკა “ხეტაფეში” გაანათხოვრეს და 22 წლის ფეხბურთელი მადრიდელთა ერთ-ერთ საუკეთესო მცველად იქცა.

ხორხე კუენკა სწორედ ისეთი ცენტრალური მცველია, როგორიც “ბარსელონას” ჭირდება. ცნობილია, რომ ჩავის სამუელ უმტიტისა და კლემან ლანგლეს გუნდიდან გაშვება სურს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ “ბლაუგრანაში” ცაცია ცენტრალური მცველი აღარ იქნება. კუენკა “ლა მასიაში” 3 წლის განმავლობაში ირიცხებოდა და ის “ბარსელონას” სათამაშო სტილს კარგად იცნობს, გარდა ამისა, ცაცია ცენტრალური მცველის გამოთავისუფლებული ადგილის შევსებაც შეუძლია და არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ის მუდმივად პროგრესირებს.

კუენკას ტრანსფერში ყველაზე მიმზიდველი კი ისაა, რომ “ბარსელონას” მისი მხოლოდ 10 მილიონად დაბრუნების უფლება აქვს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 07 დეკ 2021, 20:33
    #4

    აქედან წასულებმა ყველამ თამაში დაიწყეს, მოსულებს კი დაავიწყდათ. ტოდიბოს ვუყურე პსჟ-ნიცას თამაშში, მოკლედ მბაპე აყირავა ისე რო ბურთთან არ მიაკარა. როგორ გინდა წინასწარ ამდენი რამე გათვალო. კოუტინიო, დემბელე, გრიზმანი, და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი ხალხი მოჩვენებები. ბარსაში კვდებიან სხვაგან პროსტო თამაშობენ.

  • Albicelecte
    schedule 07 დეკ 2021, 15:30
    #3

    მოკლედ, ეს ბიჭი მადრიდშია დაბადებული და მისი უმცროსი ძმა რეალის აკადემიაში ირიცხება, არ ვიცი ამ ფაქტმა იმოქმედა თუ არა ამის კარიერაზე, რომ იოლად შეელიენ და გაუშვეს, ანუ მოიშორეს rage

  • EL MAESTRO 6
    schedule 07 დეკ 2021, 14:46
    #2

    მოიყვანონ მერე, დაუყენონ გვერდით არაუხოს თორემ მეცოდება ტიპი 3 კაცის მოვალეობას ასრულებს, ხანდახან 5 ისაც, თუ გაამართლა ძაანაც კარგი იქნება უმტიტი-ლენგლე-გარსიას იმედზე ჩემი მტერი იქნა აბა

  • Albicelecte
    schedule 07 დეკ 2021, 14:41
    #1

    მერე რას უშვებდნენ?!?!?!?