მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი ფანებს მიმართავს

როსელი ფანებს მიმართავს

  როსელმა კატალონიელებს მოუწოდა, რომ ოთხშაბათს სტადიონი შეავსონ  და ერთად ამოუდგნენ მხარში ”ბარსას”. როგორც ვნახეთ, ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გუნდმა არც თუ ისე კარგად ითამაშა. გულშემატკივრები ”ნოუ კამპზე” უფრო მეტს მოელიან გუნდისგან. ასევე ”ბარსას” ის გარემოებაც უწყობს ხელს, რომ საპასუხო შეხვედრა მის მოედანზე გაიმართება და მათ უკვე აქვთ ერთი ნაბიჯი გადადგმული გამარჯვებისკენ. ”მე მივმართავ კატალონიაში მცხოვრებ “ბარსას” ყველა ფანს. ისინი ყველა შემთხვევაში უნდა მოვიდნენ მოედანზე და გვერდით დაუდგნენ ჩვენს გუნდს. მხარდაჭერა ჩვენგან ”ბარსას” ძალიან სჭირდება. მთავარი მაინც გუნდისთვის, ფანების მხარდაჭერაა. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ყველას გელოდებით ოთხშაბათს მოედანზე”. 

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს “ბარსელონა” “კამპ ნოუზე” მადრიდის “რეალს” მასპინძლობს. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა, რომელიც “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა, ფრედ დასრულდა (2:2). საპასუხო მატჩში კი გამოვლინდება ესპანეთის სუპერთასის ახალი მფლობელის ვინაობა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში