მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვენგერმა ფაბრეგასს წარმატებები უსურვა

ვენგერმა ფაბრეგასს წარმატებები უსურვა

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა კომენტარი გააკეთა სესკ ფაბრეგასის გუნდიდან წასვლის შესახებ.

“ჩვენ არ გვინდოდა, რომ სესკი კლუბიდან წასულიყო. მიუხედავად ამისა, კარგად გვესმის ფეხბურთელის სურვილი მშობლიურ კლუბში დაბრუნებასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ დავთანხმდით “ბარსელონას” შეთავაზებას. ჩვენ მადლობას ვუხდით მას “არსენალში” გატარებული წლებისთვის და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ.” – განაცხადა არსენ ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ სესკ ფაბრეგასმა კატალონიის “ბარსელონასთან” ხუთ წლიან კონტრაქტს დღეს მოაწერა ხელი. შეთანხმების მიხედვით ფაბრეგასის გამოსასყიდ თანხად 200 მილიონი ევრო განისაზღვრა. კატალონიელთა ახალი “4”–ანი უკვე წარსდგა “კამპ ნოუზე” შეკრებილ 20 000 მაყურებლის წინაშე. დღეს საღამოს, ესპანეთის დროით 19:00 საათზე, რვა წლიანი პაუზის შემდეგ, ის პირველ ვარჯიშს ჩაატარებს “ბარსელონასთან” ერთად.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში