workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 6'sports_soccer ფერმინი 22'sports_soccer რაფინია 50'sports_soccer პედრი 79'sports_soccer იამალი 84'sports_soccer
რიკარდ პრუნას ბარსელონაში დაბრუნება რთული იქნება

რიკარდ პრუნას ბარსელონაში დაბრუნება რთული იქნება

ექიმ რიკარდ პრუნას “ბარსელონაში” დაბრუნება სირთულეებთან იქნება დაკავშირებული – ინფორმაციას ჟურნალისტი ჟერარ რომერო ავრცელებს. 

პრუნას დაბრუნება, რომელიც კატალონიური კლუბის სამედიცინო შტაბს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ჩავი ერნანდესმა მოითხოვა. “ბარსას” ახალი მთავარი მწვრთნელი მას უმაღლესი დონის სპეციალისტად მიიჩნევს და თვლის, რომ ფეხბურთელების მკურნალობასთან დაკავშირებით არსებული აშკარა პრობლემების მოგვარება მას მოქმედ შტაბზე ბევრად უკეთესად შეეძლება. 

რიკარდ პრუნა ამჟამად არაბთა გაერთიანებული საემიროების კლუბ “შარჯაში” მუშაობს, რომელიც მასთან კონტრაქტს მომენტალურად არ გაწყვეტს. რომეროს ცნობით, “შარჯას” ხელმძღვანელებს არ სურთ, რომ პრუნამ კლუბი ზაფხულამდე დატოვოს. 

ტრავმების სიხშირე, გართულებების შემთხვევები და მკურნალობის არაეფექტურობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელიც “ბარსელონას” ბოლო პერიოდში აქვს. არც ისე დიდი ხნის წინ, ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ ტრავმირებულ მოთამაშეთაგან შემდგარი გუნდი არათუ თერთმეტეულის პოზიციურად დაკომპლექტებას ახერხებდა, არამედ რეალურ შემადგენლობას სიძლიერით საერთოდ არ ჩამოუვარდებოდა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • azulgerana
    schedule 26 ნოე 2021, 21:19
    #5

    საქართველოს ექიმები წაიყვანეთ თქვემალებო

  • nika 54
    schedule 26 ნოე 2021, 20:11
    #4

    არც ისე დიდი ხნის წინ, ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ ტრავმირებულ მოთამაშეთაგან შემდგარი გუნდი არათუ თერთმეტეულის პოზიციურად დაკომპლექტებას ახერხებდა, არამედ რეალურ შემადგენლობას სიძლიერით საერთოდ არ ჩამოუვარდებოდა.
    ჟურნალისტები რათ მინდა ათასჯერ მითქვამს ერთი სრული გუნდი ლაზარეთში გვიწევსთქო.

  • Albicelecte
    schedule 26 ნოე 2021, 19:49
    #3

    სეზონის ბოლოს დაბრუნდება, ეს სეზონი მაინც ჩავარდნილია

  • EL MAESTRO 6
    schedule 26 ნოე 2021, 19:09
    #2

    ამ არაბებმა რა გაახურეს საქმე, ექიმი ძაან სჭირდება გუნდს

  • Bakero
    schedule 26 ნოე 2021, 18:36
    #1

    აუ აუ კარგით რაა კარგით რაა ! ეს კაცი გვჭირდება ჰაერი და წყალივით დღეს ! რამენაირად უნდა მოახერხონ ამის დაბრუნება აუცილებლად ექიმების პრობლემა ძალიან სერიოზული პრობლემაა გუნდში