ალექსის სანჩესმა სიხარული გამოხატა დებიუტის გამო. “შემდეგ მატჩებში უკეთესად ვითამაშებ” – განაცხადა ჩილელმა ფეხბურთელმა.
მასკერანო: “მატჩი არ იყო ადვილი და ჩვენთვის კარგი შედეგით დასრულდა“.
ინიესტა: “მთელმა გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა, განსაკუთრებით ვილიამ. გასული სეზონის მსგავსად მან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. სწორედ ამიტომ ითვლება ის მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო თავდამსხმელად. ბედნიერი ვარ, რომ ფაბრეგასი ჩვენთან გადმოვიდა. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მატჩებში ის დაგვეხმარება“.
ვილია: “ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ფეხბურთელს პრე–სეზონში მონაწილეობა არ მიუღია. ვთვლის, რომ ფრე კარგი შედეგია. ასევე მსურს მივესალმო სესკს. ყველა ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ის გადმოვიდა“.
ვარჯიშს გუნდი დღეს, ადგილობრივი დროთ 19 საათზე, დახურულ კარს მიღმა გამართავს.
