“ბარსელონადან” იჯარით მადრიდის “ატლეტიკოში” მოთამაშე ანტუან გრიზმანმა Telefoot-თან ინტერვიუში კატალონიურ გუნდში გატარებული პერიოდი გაიხსენა.
“ბარსელონაში” გატარებული დრო კატასტროფულად ცუდი არ ყოფილა. თითქმის ყველა სეზონში 20 გოლი გავიტანე. ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ ამ კლუბის წევრი ვიყავი.
“ბარსაში” შესანიშნავი თანაგუნდელები მყავდა. მიხარია, რომ მათ გვერდით ყოფნის შანსი მომეცა. მწვრთნელებისგანაც ბევრი ვისწავლე, მაგრამ გარკვეული პრობლემები იყო და ხანდახან თამაშის საშუალება არ მეძლეოდა.
“ბარსაში” შესანიშნავი თანაგუნდელები მყავდა. მიხარია, რომ მათ გვერდით ყოფნის შანსი მომეცა. მწვრთნელებისგანაც ბევრი ვისწავლე, მაგრამ გარკვეული პრობლემები იყო და ხანდახან თამაშის საშუალება არ მეძლეოდა.
– თქვა გრიზმანმა.
ფრანგი თავდამსხმელი “ბლაუგრანას” რიგებს 2019 წელს “ატლეტიკოდან” შეუერთდა. “ბარსამ” მის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა ფეხბურთელმა იმედები ვერ გაამართლა და იჯარით კვლავ მადრიდში დაბრუნდა. “ატლეტიკოს” გრიზმანის გამოსყიდვა 40 მილიონად შეეძლება.
ანტუან გრიზმანის ანგარიშზე “ბარსელონას” შემადგენლობაში ჩატარებულ 102 მატჩში 35 გოლია – აქედან 15 პირველში, 20 კი მეორეში.



120 მილიონიანი ფეხბურთელისგან უფრო მეტს ველოდით, მაგრამ ვერ მოერგო გუნდს. სად ატლეტიკო და სად ბარსას სტილი.
ატლეტიკოსნაირი გუნდის საზომით მშვენიერი შედეგია, თან როდესაც მესი და ჯეკა გყავს გუნდში, მაგრამ ეს ბარსელონაა
სავალდებულოა
ერთი ორი თამაშით რო გვათხოვონ არ გამოვა? სანამ ტრამვები მორჩება გუნდში.
ამის გაშვება დიდი სისულელე იყო თან იმ ფონზე რომ არავინ დაიმატეს, ლუკდეიონგს და ბრაითას მაინც ჯობს, ასეთუისე გოლებსაც შეყრიდა ცოტას და მარტო დეპაის იმედად არვიქნებოდით.მეტი რესურსი იქნებოდა
ბოლო ბოლო ეს სავალდებულო გამოსყიდვის იჯარითაა თუ სეზონის ბოლოს გადაწყვეტენ იყიდონ თუ დაგვიბრუნონ ?
ლუკ დეიონგების და აკომაჩების შემხედვარე გრიზმანიც კი მენატრება